ამასთან, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში მისი გვერდის ხელმომწერებს ბუნების კატაკლიზმისგან დაზარალებულთა დახმარებისკენაც მოუწოდა.
ნეპალში აპრილის ბოლოს მომხდარმა მიწისძვრამ 7 ათასამდე ადამიანი შეიწირა, 14 ათასმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. დაინგრა ათეულ ათასობით სახლი.
O Jogo-ს ინფორმაციით, რონალდომ თავის ფეისბუქში მაშინვე გამოაქვეყნა მიმართვა ნეპალელი ბავშვების დასახმარებლად, მოგვიანებით კი მსხვილი თანხაც გაიღო დაზარალებულთა დასახმარებლად.