მოურინიომ ასევე ისაუბრა არგენტინელი ვარსკლავის გაუვნებლობის მეთოდებსა და გზებზე.
"მანჩესტერ სიტი" ლიონელ მესისთან ერთად ჩემპიონთა ლიგას რომ მოიგებდა, ეჭვი გეპარებათ? ან თუნდაც "არსენალი", "ჩელსი" ან "მანჩესტერ იუნაიტედი"? მე არა.
ერთია - გუნდი და მეორე - გუნდი მესისთან ერთად. ეს უკვე სხვა ამბავია. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა გვარდიოლასთან ერთად, ამ სეზონში კი ლუის ენრიკესთან ერთად
როდესაც ამა თუ იმ თამაშის ანალიზს ვაკეთებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ბიჭის მოედანზე ყოფნა ყველაფერს ცვლის.
ყოველთვის, როდესაც ჩემს გუნდს მესის წინააღმდეგ უწევდა თამაში, რამდენიმე საათს ვუთმობდი მის შესწავლასა და მის შესაჩერებლად გზების ძიებას. ბევრჯერ მოვახერხეთ, მაგრამ იყო წარუმატებლობებიც. მაგალითად, "ინტერში" მუშაობისას ის ორივე ნახევარფინალურ შეხვედრაში გავაჩერეთ.
მის წინააღმდეგ საუკეთესო გამოსავალი პერსონალურად თამაშია. ეს უკეთესია, ვიდრე მისთვის მთელი გუნდის მიჩენა. ერთიცაა, მისი აყვანა არარეალური ამოცანაა. შეჩერებას ვინ ჩივის, ყოველ ჯერზე იმას ვფიქრობდი, კოლექტიურად როგორ მოგვეხერხებინა მისთვის თუნდაც ხელის შეშლა.
პირადად მე ვფიქრობ, რომ ის არა დატოვებს "ბარსელონას". ეს უდიდესი და უძლიერესი კლუბია. ისინი ამისთანა მოთამაშეს ვერაფრით შეელევიან, რადგან ის მათ გუნდს, მათ ხალხს ეკუთვნის", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს Guardian.
ისე მაურინიომ იცის, რომ მესი ბარსადან არსად წამსვლელი არაა...მაგრამ მაინც ცდილობს გამონახოს შანსები :)))