ლა ლიგა. XXXVI ტური: "ვალენსიამ" "ბარსელონა" გააჩემპიონა? [VIDEO]

AutoSharing Option
9 მაისს ესპანეთის ლა ლიგის 4 შეხვედრა გაიმართა.

აუტსაიდერ ანდალუსიელთა ჯახი მასპინძელთათვის სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობისა იყო, "გრანადა" იბრძვის ელიტაში დასარჩენად, "კორდობა" კი უკვე დაქვეითდა. ხოსე რამონ სანდოვალმა "გრანადას" თავკაცის პოსტზე სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა - 2:0.

"ბარსელონა" გვარიანად მიუახლოვდა ჩემპიონის ტიტულს, თუმცა საამისოდ ფანები ცოტა ანერვიულა, დევიდ მოიესის გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ლუის ენრიკეს კრებულს და მხოლოდ მეორე ტაიმში გატყდა, როცა ლიონელ მესიმ საჯარიმოში ნეიმარს ჩაუწოდა, ბურთი გზად მიკელ გონსალესს შეეხო და ბრაზილიელმა ფაქტობრივად, ცარიელ კარში გაიტანა თავურით.

"კამპ ნოუ" მაშინ დამშვიდდა,
როცა შეცვლაზე შესულმა პედრო როდრიგესმა ულამაზესი "მაკრატელა" გაიტანა - 2:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პედროს შესახებ მხოლოდ აღფრთოვანებით შემიძლია ვილაპარაკო. ის ტოპკლასის ფეხბურთელია. ის უფრო ნაკლებს თამაშობს, ვიდრე იმსახურებს. პედრო ნამდვილი პროფესიონალია, სასიამოვნოა, ასეთი ფეხბურთელის ყოლა გუნდში. დღეს მან ბრწყინვალე გოლი გაიტანა. "რეალ სოსიედადი" ბრწყინვალე გუნდია. ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა".

ტურის ცენტრალურ მატჩს ბევრი რამ უნდა გაერკვია და გაარკვია კიდევაც - "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალმა" ვერ მოუგო "ვალენსიას" - 2:2.

ის კი არა, "სამეფო კლუბი" მარცხს გადაურჩა, რადგან პირველი ტაიმის მერე, 0:2-ს აგებდა. თამაშამდე გაირკვა, რომ ქარიმ ბენზემამ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, ხოლო "რეალის" მიერ შეგულებულმა ხოსე გაიამ "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.

ნუნუ ესპირიტუ სანტუ ამბობდა, რომ მთავარია, როგორ შევძლებთ, კრიშტიანო რონალდოს განეიტრალებასო. ეს "ღამურებს" ბრწყინვალედ გამოუვიდათ, პორტუგალიელმა მხოლოდ ერთხელ შეძლო კარში ზუსტად დარტყმა და ისიც პენალტის ნიშნულიდან და ისიც ვერ გაიტანა.

"სამეფო კლუბის" კიდევ ერთი სატკივარი ტონი კროოსის ტრავმაა, რომელმაც პირველივე ტაიმში დატოვა მოედანი და ახლა მისი თამაში "იუვენტუსთან" საეჭვოა.

პაკო ალკასერისა და ხავი ფუეგოს გოლებს, მეორეში პეპემ და ისკომ (სუპერგოლით) უპასუხეს. "რეალი" ახლა 4 ქულით ჩამორჩება "ბარსას" და ფინიშამდე ორი ტური რჩება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დეპორტივოსთვის" ბილბაოში მარცხი დამღუპველი იქნებოდა. არადა, ყველაფერი იქამდე მიდიოდა, მაგრამ 93-ე წუთზე წინ წასულმა ალბერტო ლოპომ გალისიურ კლუბს ქულა გადაურჩინა - 1:1.

პირველ ტაიმში "ბილბაო" მისმა ბომბარდირმა არიც ადურისმა ასევე თავურით დააწინაურა.

გრანადა-კორდობა 2:0
გოლები: 1:0 მაინსი (45), 2:0 ელ-არაბი (69-პენ)
გაძევება: ლოპესი (30. კორდობა), კარტაბია (79. კორდობა)

ბარსელონა-რეალ სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (50), 2:0 პედრო (85)

რეალი-ვალენსია 2:2
გოლები: 0:1 პ. ალკასერი (19), 0:2 ფუეგო (25), 1:2 პეპე (55), 2:2 ისკო (83)

ატლეტიკი-დეპორტივო1:1
გოლები: 1:0 ადურისი (13), 1:1 ლოპო (93)

1. ბარსელონა 90 ქულა; 2. რეალი - 86; 3. ატლეტიკო - 76; 4. ვალენსია - 73; 5. სევილია - 69.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხო, ისე გაუჭირდებოდა ბარსას
sake
15:05 10-05-2015
0
ეხლა რეალი მთელ ყურადღებას ლიგაზე გადაიტანს
aba ra
13:27 10-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული