ლა ლიგა. XXXVI ტური: "ღამურებმა" "ბარსა" თითქმის გააჩემპიონეს [VIDEO]

AutoSharing Option
* ნეიმარმა "ბარსელონას" მაისურით 50-ე გოლი გაიტანა.

* დიეგო ალვეშმა (ვალენსია) მოგერიებული პენალტით ლა ლიგის რეკორდი გაიმეორა, რომელიც ანდონი სუბისარეტას ეკუთვნის - 16.

* უნაი ემერიმ (სევილია) "სელტასთან" მატჩი მამის გარდაცვალების გამო გააცდინა.

* "ვილიარეალი" მომავალ გათამაშებაში ევროპალიგაზე იასპარეზებს.

თუკი ესპანეთში დაანონსებული გაფიცვა შედგა, მაშინ თქვენ ახლა საბოლოო ცხრილს უყურებთ. საქმე ისაა, რომ ბოლოსწინა და ბოლო ტურების შემდეგში გადატანა კანონით არ შეიძლება. ამ შემთხვევაში პროფესიულ ლიგას სხვა გზა აღარ რჩება, რომ ბოლო ორი ტური საერთოდ გააუქმოს...

"ესპანიოლი" ევროპაზე ოცნებობს
იპურუაში კატასტროფა
ახლოვდება, ბასკურმა "ეიბარმა" რიხით დაიწყო სადებიუტო სეზონი და ისე ასრულებს, რომ დიდი შანსია, სეგუნდას დაუბრუნდეს - აი, "ეიბარის" 2:0-ით მძლეველი "ესპანიოლი" კი უკვე ევროპაზე ოცნებობს. სერხიო გარსიამ თავისი გოლი მახვილი კუთხიდან გაიტანა, შემდეგ კი კაპიტნის მიერ დაწყებული შეტევა კრისტიან სტუანიმ დააგვირგვინა. ბასკურმა კლუბმა ზედიზედ მეექვსე მარცხი იწვნია. "მარკას" რჩეული - სერხიო გარსია (8 ბალი).

სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი
აუტსაიდერ ანდალუსიელთა ჯახი მასპინძელთათვის სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობისა იყო. "გრანადა" იბრძვის ელიტაში დასარჩენად, "კორდობა" კი უკვე დაქვეითდა. ხოსე რამონ სანდოვალმა "გრანადას" თავკაცის პოსტზე სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა - 2:0.

პირველ ტაიმში პიტის მიერ შესრულებულ საჯარიმოს დიეგო მაინსის თავური მოჰყვა, ხოლო მეორეში იუსეფ ელ-არაბიმ პენალტი გამოიყენა. "კორდობამ" თამაში 9 კაცით დაასრულა, მსაჯმა პირველ ტაიმში ინიგო ლოპესი გააძევა, მეორეში კი - შეცვლაზე შესული ფედე კარტაბია. "მარკას" რჩეულები: მაინსი, რუბენ პერესი, როჩინა (ყველა - "გრანადა") და ხუან კარლოსი (კორდობა) - 7-7 ბალი.

პედროს მაკრატელა
"ბარსელონა" გვარიანად მიუახლოვდა ჩემპიონის ტიტულს, თუმცა საამისოდ ფანები ცოტა ანერვიულა, დევიდ მოიესის გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ლუის ენრიკეს კრებულს და მხოლოდ მეორე ტაიმში გატყდა, როცა ლიონელ მესიმ საჯარიმოში ნეიმარს ჩაუწოდა, ბურთი გზად მიკელ გონსალესს შეეხო და ბრაზილიელმა ფაქტობრივად, ცარიელ კარში გაიტანა თავურით.

"კამპ ნოუ" მაშინ დამშვიდდა, როცა შეცვლაზე შესულმა პედრო გონსალესმა ულამაზესი "მაკრატელა" გაიტანა - 2:0. "მარკას" რჩეულები: ნეიმარი, პედრო (ორივე - "ბარსელონა") და ხერონიმო რული (რეალ სოსიედადი) - 8-8 ბალი.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პედროს შესახებ მხოლოდ აღფრთოვანებით შემიძლია ვილაპარაკო. ის ტოპ-კლასის ფეხბურთელია. ის უფრო ნაკლებს თამაშობს, ვიდრე იმსახურებს. პედრო ნამდვილი პროფესიონალია. სასიამოვნოა ასეთი ფეხბურთელის ყოლა გუნდში. დღეს მან ბრწყინვალე გოლი გაიტანა. "რეალ სოსიედადი" ბრწყინვალე გუნდია. ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"რეალი" დიეგო ალვეშმა გააჩერა
ტურის ცენტრალურ მატჩს ბევრი რამ უნდა გაერკვია და გაარკვია კიდევაც - "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალმა" ვერ მოუგო "ვალენსიას" - 2:2. ის კი არა, "სამეფო კლუბი" მარცხს გადაურჩა, რადგან პირველი ტაიმის მერე 0:2-ს აგებდა.

თამაშამდე გაირკვა, რომ ქარიმ ბენზემამ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, ხოლო "რეალის" მიერ შეგულებულმა ხოსე გაიამ "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. ნუნუ ესპირიტუ სანტუ ამბობდა, რომ მთავარია, როგორ შევძლებთ კრიშტიანო რონალდოს განეიტრალებასო.

ეს "ღამურებს" ბრწყინვალედ გამოუვიდათ, პორტუგალიელმა მხოლოდ ერთხელ შეძლო კარში ზუსტად დარტყმა და ისიც პენალტის ნიშნულიდან და ისიც ვერ გაიტანა. "სამეფო კლუბის" კიდევ ერთი სატკივარი ტონი კროოსის ტრავმაა, რომელმაც პირველივე ტაიმში დატოვა მოედანი, თუმცა "იუვენტუსთან" ითამაშებს.

პაკო ალკასერისა და ხავი ფუეგოს გოლებს მეორეში პეპემ და ისკომ (სუპერგოლით) უპასუხეს. "რეალი" ახლა 4 ქულით ჩამორჩება "ბარსას" და ფინიშამდე ორი ტური რჩება. "მარკას" რჩეული - დიეგო ალვეში - 8 ბალი.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "შედეგი ცუდია, მაგრამ თავად თამაში კარგი იყო. "რეალს" მეტი საგოლე შანსი ჰქონდა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით და ვიმსახურებდით გამარჯვებას, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ გამოდგა, ჩვენ პატარ-პატარა შეცდომების გამო დავისაჯეთ. ასეთი რამ ხანდახან ხდება. პრიმერაში ჩვენი საქმე, რა თქმა უნდა, გართულდა, მაგრამ "იუვენტუსს" შინ მთელი შემართებით დავუხვდებით".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თავბურთი ბილბაოში
"დეპორტივოსთვის" ბილბაოში მარცხი დამღუპველი იქნებოდა. არადა, ყველაფერი იქამდე მიდიოდა, მაგრამ 93-ე წუთზე წინ წასულმა ალბერტო ლოპომ გალისიურ კლუბს ქულა გადაურჩინა - 1:1. პირველ ტაიმში "ბილბაო" მისმა ბომბარდირმა არიც ადურისმა ასევე თავურით დააწინაურა. "მარკას" რჩეული - ლაურე (დეპორტივო) - 6,5 ბალი.

ვალენსია-მადრიდი, ისევ 2:2
კიდევ ერთი ვალენსიურ-მადრიდული ჯახი დასრულდა ფრედ - 2:2. "სიუტატ დე ვალენსიაზე" "ლევანტემ" უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა ჯერ კიდევ ჩემპიონ "ატლეტიკოსთან" ბრძოლაში. მასპინძლები ორჯერ გავიდნენ წინ დავიდ ბარალისა და კალუ უჩეს გოლების წყალობით, მაგრამ პირველ ტაიმში გელერმე სიკეირამ გაათანაბრა, ხოლო ბოლოს ფერნანდო ტორესმა - თავურით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დერბები
კვირის სხვა მატჩებში აღვნიშნავთ ვალენსიის მხარის დერბის "ვილიარეალსა" და "ელჩეს" შორის, რომელშიც "წყალქვეშა ნავმა", როგორც იქნა, იმარჯვა. გამარჯვების გოლი კოსტარიკელი ხოელ კემპბელის ანგარიშზეა. სხვათა შორის, ეს მისი პირველი გოლია ლა ლიგის ამ გათამაშებაში. ვალენსიურს ანდალუსიური დერბი მოჰყვა, რომელშიც "მალაგამ" სტუმრად აჯობა დარჩენისთვის მებრძოლ "ალმერიას" - 2:1.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXVI ტური
8 მაისი
ეიბარი-ესპანიოლი 0:2
გოლები: 0:1 ს. გარსია (29), 0:2 სტუანი (60)
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ლილიო, ანიბარო, დიდაკ ვილა - ბორხა ფერნანდესი (29. ლეკიჩი), დ. გარსია - საულ ბერხონი (62. ანხელი), დელ მორალი (69. კაპა), ლარა - პიოვაკარი
ესპანიოლი (4-3-3): კასილია - არბილია, კოლოტო, ა. გონსალესი, ფუენტესი - აბრაამი (74. ვ. ალვარესი), ხ. ლოპესი, ვ. სანჩესი - სტუანი, კაისედო (65. ლ. ვასკესი), ს. გარსია
გაფრთხილება: გარსია, ანიბარო - კასილია, გარსია, არბილია, სანჩესი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-12 (4-6); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 5 648

9 მაისი
გრანადა-კორდობა 2:0
გოლები: 1:0 მაინსი (45), 2:0 ელ-არაბი (69-პენ)
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ბაბენი, მაინსი, ხუან კალროსი (81. ფულკიე) - ხ. მარკესი, რ. პერესი (62. იტურა) - ლ. ბანგურა, პიტი, როჩინა - ელ-არაბი (71. კორდობა)
კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - გუნინო, ი. ლოპესი, დეივიდი, ედიმარი - კრჰინი, ლუსო - ფიდელი (61. ვიკო), აბელი (55. ფედე კარტაბია), ბორხა გარსია (46. პანტიჩი) - ანდონე
გაფრთხილება: ელ-არაბი, პერესი - ლოპესი, კრჰინი, კარტაბია
გაძევება: ლოპესი (30), კარტაბია (79)
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 20-3 (8-1); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 19 266

ბარსელონა-სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (50), 2:0 პედრო (85)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, ბარტრა (60. ბუსკეტსი), ადრიანო - ჩავი (73. ინიესტა), მასკერანო, რაფინია (81. პედრო) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - პარდო, ბერგარა - ჩაბი პრიეტო, კანალესი (72. გ. კასტრო), გრანერო (92. გ. ელუსტონდო) - ველა (76. ფინბოგასონი)
გაფრთხილება: მასკერანო - გრანერო, დე ლა ბელია, ბერგარა, რული, პარდო
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 6-6; კარში დარტყმა: 15-5 (8-1); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 86 047

რეალი-ვალენსია 2:2
გოლები: 0:1 პ. ალკასერი (19), 0:2 ფუეგო (25), 1:2 პეპე (55), 2:2 ისკო (83)
რეალი (4-3-3): კასილიასი - არბელოა (46. კარვახალი), პეპე, ს. რამოსი, ფ. კოენტრაო (46. მარსელო) - ხ. როდრიგესი, კროოსი (24. ილიარამენდი), ისკო - ბეილი, ხ. ერნანდესი, რონალდო
ვალენსია (4-3-3): დიეგო ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, გაია - პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში (77. დე პაული) - ფეგული, პ. ალკასერი (68. ნეგრედო), პიატი (89. ორბანი)
შენიშვნა: რონალდომ ვერ გაიტანა პენალტი (45+2)
გაფრთხილება: არბელოა, ერნანდესი, პეპე, რამოსი - გაია, ოტამენდი, გომეში, პარეხო
კუთხური: 12-9; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 29-13 (10-4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 79 897

ბილბაო-დეპორტივო 1:1
გოლები: 1:0 ადურისი (13), 1:1 ლოპო (93)
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, ბენიატი (71. უ. ლოპესი) - მ. რიკო (86. იტურასპე), ვიგერა (46. სუსაეტა), უილიამსი - ადურისი
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ლაურე, ლოპო, სიდნეი, მ. პაბლო (63. სალომაო) - ბერგანტინიოსი, ბორხესი - ხუანფრანი (70. კავალეირო), ლ. პერესი, ლუიზინიო - რიერა (70. პოშტიგა)
გაფრთხილება: ადურისი, ლაპორტი, დე მარკოსი, სან ხოსე - პოშტიგა, პერესი, ბორხესი, ლოპო
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 5-12; კარში დარტყმა: 11-8 (5-2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 39 670

10 მაისი
ლევანტე-ატლეტიკო 2:2
გოლები: 1:0 ბარალი (31), 1:1 სიკეირა (34), 2:1 უჩე (62), 2:2 ფ. ტორესი (79)
ლევანტე (5-3-2): მარინიო - ი. ლოპესი, ვინტრა, რამისი, ხუანფრანი, ტონიო - მ. სისოკო, კამარასა (84. ხოსე მარი), მორალესი (90. ივანშიტცი) - ბარალი, უჩე (85. რ. მარტინსი)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, მირანდა, სიკეირა - არდა თურანი, გაბი (73. რაულ გარსია), ტიაგო (68. საულ ნიგესი), კოკე - მანჯუკიჩი (60. ფ. ტორესი), გრიზმანი
გაფრთხილება: ტონიო, ბარალი - ტიაგო, მირანდა
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 8-15 (5-7); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 19 314

ვილიარეალი-ელჩე 1:0
გოლი: 1:0 კემპბელი (26)
ვილიარეალი (4-4-2): ხუან კარლოსი - მარიო, ბაილი, დორადო, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი (58. რუკავინა), ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, კემპბელი (53. იოკიჩი) - ვიეტო, ხ. მორენო (76. ჯოვანი დოს სანტოსი
ელჩე (4-2-3-1): ერერა - სამუელი, როკო, პელეგრინი, სისმა - პაშალიჩი (82. გ. როდრიგესი), მოსკერა - ვ. როდრიგესი (86. ალვარო), ფაირი, ა. ნიგესი (66. კ. ერერა) - ჟონათასი
გაფრთხილება: ტრიგეროსი - ჟონათასი, როკო
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 15-7; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-13 (5-2); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 13 629

ალმერია-მალაგა 1:2
გოლები: 0:1 კასადო (22 ს. კ.), 1:1 თომასი (30), 1:2 გერა (68)
ალმერია (4-2-3-1): რუბენი - კასადო (56. მარინი), ხ. ნავარო, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა (75. ჰემედი), თომასი - ვ. სილვა, კორონა, ესპინოსა (65. ჯონათანი) - ტიევი
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი (62. ს. სანჩესი), ბოკა - დარდერი, ტისონე - სამუელი (85. რესიო), დუდა (75. ხუანმი), ამრაბატი - გერა
გაფრთხილება: კასადო, სორიანო (მოედანზე არ იყო), დუბარბიერი - ველიგტონი, ამრაბატი, სამუელი, რესიო
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-14 (4-5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 12 000

სელტა-სევილია 1:1
გოლები: 0:1 გამეირო (8), 1:1 მინა (58-პენ)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - ს. გომესი, ფონტასი, კოსტასი, ხონი - ა. ფერნანდესი, კრონ-დელი, პ. ერნანდესი (83. მადინდა) - მინა, შარლესი (75. ბონგონდა), ორელიანა
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, არიბასი, კოლოძეიჩაკი, ფ. ნავარო - იბორა, კრიხოვიაკი - ფიგეირაში (68. ა. ვიდალი), ასპასი (61. ბაკა), დ. სუარესი (74. ვიტოლო) - გამეირო
გაფრთხილება: ფერნანდესი, მინა, კოსტასი - კოკე, ასპასი, რიკო, არიბასი, კრიხოვიაკი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13-8 (2-4); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 18 000

11 მაისი
ვალეკანო-ხეტაფე 22:45

ბომბარდირები: 42 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 40 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ნეიმარი (ბარსელონა); 20 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო), ლუის სუარესი (ბარსელონა), არიც ადურისი (ბილბაო); 15 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

მომდევნო ტური
17 მაისი:
ვილიარეალი-მალაგა, ელჩე-ბილბაო, დეპორტივო-ლევანტე,ატლეტიკო-ბარსელონა, რეალ სოსიედადი-გრანადა, კორდობა-რაიო ვალეკანო, ხეტაფე-ეიბარი, ესპანიოლი-რეალი, ვალენსია-სელტა, სევილია-ალმერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Barsa,messi.4qula sxvaoba.chempionoba titqmis barsasia.gaxde chempioni sadac realia, atletikoa,tundac sevilia da valensiaa urtulesi amocanaa.kochag barsa.
kaxa
12:02 11-05-2015
0

სიახლეები პოპულარული