მილიტო მალაგაში

AutoSharing Option
გადაწყდა - "ბარსელონას" არგენტინელი მცველი გაბრიელ მილიტო 6 თვით იჯარით ითამაშებს "მალაგაში". "ლა როსალედაზე" გადაბარგების წინ მილიტომ ხელფასის საკითხი შეათანხმა ანდალუსიური კლუბის ხელმძღვანელობასთან. ასე რომ, სეზონის მეორე ნახევარში მილიტო მანუელ პელეგრინის გუნდს ცხრილის ფსკერიდან თავის დაღწევაში დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ 30 წლის მცველის აყვანა იჯარით "ნაპოლისა" და "სარაგოსასაც" სურდათ.

"მალაგაში" მილიტო მარტინ დემიკელისთან ერთად დაცვის არგენტინულ წყვილს შექმნის. გაბი მილიტოს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რათა "კოპა ამერიკისთვის" ეროვნულ ნაკრებში ადგილი არ დაკარგოს, მას "ბარსელონასთან" 2012 წლის ზაფხულამდე აკავშირებს კონტრაქტი. შეთანხმებას რამდენიმე დეტალი
აკლია, რომლის შემდეგაც იჯარა ოფიციალურად გამოცხადდება.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული