კარლო ანჩელოტი გარეთ ბეილის აგენტის "გრძელმა ენამ" გააბრაზა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გარეთ ბეილის აგენტს გაუწყრა და მას ნაკლები ლაპარაკისკენ მოუწოდა.

უელსელის აგენტის, ჯონათან ბარნეტის თქმით, მისი კლიენტის არც ისე დამაჯერებელი თამაში იმის ბრალია, რომ მას თანაგუნდელები იგნორირებას უკეთებენ და პასებს იშვიათად აწვდიან.

ბოლო დროს ბეილის გარშემო ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაა. 25 წლის ფეხბურთელს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ, "მანჩესტერ იუნაიტედის" თამადობით.

"ეს არის სამყარო, სადაც ხალხი ზოგჯერ ძალიან ბევრს ლაპარაკობს. ბეილს არასოდეს ჰქონია პრობლემები მის თანაკლუბელებთან და არც გუნდელებს მასთან", - განაცხადა ანჩელოტიმ.

"საუთჰემპტონის" აღზრდილმა და "ტოტენჰემის" ყოფილმა
ფეხბურთელმა "რეალის" მაისურით პირველ სეზონში 46 მატჩში 24 გოლი გაიტანა და გუნდს ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგებაში დაეხმარა. ეს სეზონი კი მისთვის პრობლემური და წარუმატებელია, 44 თამაშში 15 გოლი კი აქვს გატანილი, მაგრამ ეს ეცოტავებათ და რაც მთავარია, მისი თამაშის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი.

"ბეილის აგენტი არასოდეს ყოფილა ჩვენს ვარჯიშზე, მან არ იცის, როგორი ატმოსფეროა გუნდში. უკეთესი იქნებოდა, ჩუმად რომ იყოს. ჩვენ კმაყოფილები ვართ გარეთით", - დასძინა ანჩელოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული