ლა ლიგა. XXXVII ტურის წინ: იქნება ბოლოსწინა და ბოლოც!

AutoSharing Option
იქნება ბოლოსწინა (შესაბამისად, ბოლოც) ტური თუ არა; გაინაღდებს კვირას "ბარსელონა" ჩემპიონის ტიტულს თუ უკვე გაინაღდა; შედგება თუ არა კლუბებისა და ფედერაციის (!) მიერ დაანონსებული გაფიცვა - აი, ეს იყო საკითხავი ესპანურ ფეხბურთში 14 მაისამდე

სასამართლომ შვებით ამოგვასუნთქა
თუკი კლუბები თავისას გაიტანდნენ და ფაქტობრივად, ჩაშლიდნენ პირველობას, ყოველივე ქვემოთ თქმულს აზრი ეკარგებოდა.

საბედნიეროდ, 14 მაისს ესპანეთის ეროვნულმა სასამართლო კოლეგიამ განიხილა ლა ლიგის 37-ე ტურის გაფიცვის საკითხი და დაადგინა, რომ ტური აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო კონტრაქტებთან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთელთა პროფკავშირმა და ფეხბურთის
ფედერაციამ დაადგინა, რომ 16 მაისიდან შეწყვეტილიყო ყველა შიდა პირველობა. ეს გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის პროფესიულმა კავშირმა გააპროტესტა და სასამართლომ მისი მხარე მიიღო.

ტიტულის გადაბარება?
მაშ ასე, 37-ე ტურში ყველა მატჩი კვირას, ერთდროულად დაიწყება და მათში გამორჩეული უთუოდ, "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება, სადაც "ბარსელონა" დარჩენილი სამი "ფინალიდან" პირველს თამაშობს. თუკი ლუის ენრიკეს კრებული "ატლეტიკოს" დაამარცხებს, შეგულებული სამი ტიტულიდან პირველს მოიგებს. შემდეგ კი იგივეს გამეორებას კოპა დელ რეის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში შეეცდება.

"ბარსელონაში" გაიგეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეტოქის ვინაობა - ტურინის "იუვენტუსი", კატალონიაში ახლა სწორედ ეს აღელვებთ, მაგრამ არც "ატლეტიკოსთან" თამაშის დავიწყება შეიძლება. "ბარსელონა" "რეალს" 4 ქულით უსწრებს და მადრიდული მატჩის წაგების ფუფუნების უფლებაც აქვს, რადგან ბოლო ტურში "დეპორტივოს" მასპინძლობს.

ერთი ეგაა, გალისიური კლუბი განწირული იბრძვის გადარჩენისთვის და მისთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს. კიდევ ერთი დეტალი, "ბარსასთვის" "ვისენტე კალდერონზე" ფრეს და მარცხს ერთი ფასი აქვს.

მოკლედ, ლუის ენრიკეს გუნდი მადრიდში ფანტასტიკურად ათამაშებული ტრიდენტის (ლუის სუარესი, ლეო მესი, ნეიმარი) იმედით გავა "ატლეტიკოსთან" მოსაგებად და შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ესპანეთის ჩემპიონისგან გადაიბაროს ტიტული.

ულტრასები ითხოვენ...
"რეალის" ულტრასები ფლორენტინო პერესის გადადგომას "ჟოზე, ჟოზე" შეძახილებით ითხოვდნენ; კარლო ანჩელოტიმ თავად ჯერ არ იცის, იქნება თუ არა "რეალის" მწვრთნელი მომდევნო სეზონშიც, თუმცა უნდა... აი, ასეთ სიტუაციაში უწევს "სამეფო კლუბს" ბოლო რეალურ საჩემპიონო იმედზე მოჭიდვა.

"რეალი" ბარსელონაში ჩადის "ესპანიოლთან" სათამაშოდ, რომელსაც ძალიან უნდა ევროთასებზე თამაში, ანჩელოტის კრებულმა კი უნდა მოიგოს და დაელოდოს, იქნებ "ბარსას" ფეხი დაუცდეს მადრიდში.

ლა ლიგა. XXXVII ტური
კვირა. 17 მაისი
ვილიარეალი-მალაგა 21:00
დისკვალიფიკაცია: რუისი (ვილ)
ტრავმა: მარინი, მუსაჩიო, პინა, უჩე, ასენხო, ჩერიშევი -
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +7=8-8, (27-27)

ელჩე-ბილბაო 21:00
დისკვალიფიკაცია: ტიტონი, სუარესი - ბუსტინზა
ტრავმა: ანხელი, ლომბანი - ირაოლა, გომესი, მუნიაინი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=2-0, (4-3)

დეპორტივო-ლევანტე 21:00
დისკვალიფიკაცია: სიმაო, კასადესუსი (ლევ)
ტრავმა: დომინგესი, ვილკი - დიოპი
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +7=2-4, (14-11)

ატლეტიკო-ბარსელონა 21:00
დისკვალიფიკაცია: გოდინი (ატლ)
ტრავმა: - მატიო
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +14=11-22, (73-101)

სოსიედადი-გრანადა 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კასტრო (?), ზურუტუზა - სილვესტრი, მარე, კოლუნგა, მურილიო, ინსუა
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +3=4-2, (14-12)

კორდობა-ვალეკანო 21:00
დისკვალიფიკაცია: მორსილიო (ვალ)
ტრავმა: კრესპო, სუკულინი, ბუსონი - ამაია, ბა (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +2=1-8, (11-23)

ხეტაფე-ეიბარი 21:00
დისკვალიფიკაცია: არუაბარენა (ეიბ)
ტრავმა: ვასკესი, ლაფიტა, ვალერა, იოდა - ხიმენესი, ნავასი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +4=4-3, (13-10)

ესპანიოლი-რეალი 21:00
დისკვალიფიკაცია: კანიასი (ესპ)
ტრავმა: - მედრანი, კროოსი, მოდრიჩი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +7=6-30, (34-88)

ვალენსია-სელტა 21:00
დისკვალიფიკაცია: მორენო - ნოლიტო, მალიო, ლარივეი, ლოპესი, კაბრალი
ტრავმა: - რადოია, პლანასი, ოუბინია
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +14=12-5, (42-26)

სევილია-ალმერია 21:00
დისკვალიფიკაცია: ტრემულინა, რეიესი, მაურო
ტრავმა: ბეტო (?), კრისტოფორო, პარეხა - ველესი, მიჩელი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +8=0-3, (17-13)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან


ბომბარდირები:
42 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 40 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ნეიმარი (ბარსელონა); 20 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო), ლუის სუარესი (ბარსელონა), არიც ადურისი (ბილბაო); 15 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული