სულ ახლახან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ციურიხიდან კატალონიაში მგზავრობისას, თავის ბარსელონელ მეგობრებთან - ჩავისთან, ინიესტასთან, პუიოლთან და პიკესთან ერთად "ოქროს ბურთი" თვითმფრინავშივე დაასველა. ბიჭები თითო ჭიქით დაილოცნენ, თამადობა კი, რა თქმა უნდა, მესის
- მინდა ეს გამარჯვება ჩავისა და ინიესტას მივუძღვნა! - ბოკალით ხელში ომახიანად განაცხადა თამადამ. - მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესოდ მე დამასახელეს, ამ ჯილდოს ეს ბატონებიც იმსახურებდნენ!
სანამ მესი ძმა-ბიჭებთან ერთად ქეიფობს, მისი აგენტები არგენტინელი ვარსკვლავის ბრენდით გაყიდული საქონლიდან მოგების მოლოდინში ხელებს სიამოვნებით იფშვნეტენ.
მესის კონტრაქტი "ადიდასთან" აქვს და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ზედიზედ მეორედ გამარჯვების შემდეგ, ბუნებრივია, ლიონელის მაისურებისა და ბუცების - F50-ის გაყიდვა კიდევ უფრო მოიმატებს. ამ გერმანული კომპანიის მთავარ ოფისში მეორე ტრიუმფის შემდეგ მესის ბონუსების გაზრდა, უკვე დაადასტურეს.
- მესის სახელით გაყიდული საქონლიდან მოგება უდიდესია, - განუცხადეს Life Sports-ს კომპანიის წარმომადგენლობაში, - განსაკუთრებული მოთხოვნა მის ბუცებზე - F50-სა და სავარჯიშო მაისურებზეა, რომელსაც ლიონელი რეკლამას უკეთებს.
.