მადრიდის "რეალმა" დავიდ დე ხეასთან პირადი კონტრაქტი შეათანახმა

AutoSharing Option
"რეალმა" და "მანჩსტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეამ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანახმეს და ტრანსფერის განსახორციელებლად მადრიდელებს ბრიტანულ კლუბთან მართებთ მოლაპარაკება. ამის შესახებ Marca იუწყება.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" დე ხეას კონტრაქტი მომავალ წელს იწურება, თუმცა "ატლეტიკოს" აღზრდილმა 24 წლის ესპანელმა გოლკიპერმა უკვე გადაწყვიტა თავისი მომავალი "რეალს" დაუკავშიროს და ამის გამო მან "წითელი ეშმაკების" შეთავაზება რამდენჯერმე იუარა.

მადრიდის "რეალი", რომელიც იკერ კასილიასის შემცვლელის ძიებაშია, მზადაა დე ხეას სანაცვლოდ 30 მლნ ევრო გადაიხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული