"მანჩესტერ იუნაიტედთან" დე ხეას კონტრაქტი მომავალ წელს იწურება, თუმცა "ატლეტიკოს" აღზრდილმა 24 წლის ესპანელმა გოლკიპერმა უკვე გადაწყვიტა თავისი მომავალი "რეალს" დაუკავშიროს და ამის გამო მან "წითელი ეშმაკების" შეთავაზება რამდენჯერმე იუარა.
მადრიდის "რეალი", რომელიც იკერ კასილიასის შემცვლელის ძიებაშია, მზადაა დე ხეას სანაცვლოდ 30 მლნ ევრო გადაიხადოს.