Marca-ს ყოფილი რედაქტორი: რამდენიმე დღეში კარლო ანჩელოტის მოხსნიან

AutoSharing Option
ესპანელი ჟურნალისტი ედუარდო ინდა, რომელიც Marca-ს ყოფილი რედაქტორია, აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა მწვრთნელ კარლო ანჩელოტის გაათავისუფლებს.

"ანჩელოტი ვეღარ იმუშავებს მომდევნო სეზონში "რეალში", მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მედიასაშუალება მის პიარკამპანიას წამოიწყებს. სულ რაღაც რამდენიმე დღეში მას "რეალის" ექსთავკაცი ერქმევა", - განაცხადა ინდამ სატელევიზიო პროგრამაში გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი გასული სეზონის წინ ჩაუდგა "რეალს" სათავეში. გუნდმა მოიგო ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი, მაგრამ ამ სეზონში "რეალი" უტიტულოდ დარჩა.

"გაზეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი
შესაძლოა, "მილანის" მწვრთნელი გახდეს.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული