გერმანელი სპეციალისტი, რომელიც სეზონის ბოლოს "დორტმუნდს" დაემშვიდობება, სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს მადრიდში, სადაც, წყაროს მტკიცებით, კლოპი იტალიელ კარლო ანჩელოტის ჩაანაცვლებს.
47 წლის გერმანელი სპეციალისტი 2008 წლიდან ედგა სათავეში "დორტმუნდს". ის "სამეფო კლუბში" სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს. "მარკას" ყოფილი რედაქტორი ედუარდო ინდა ამტკიცებს, რომ უახლოეს დღეებში ანჩელოტის "რეალიდან" გაუშვებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"