პიკე: რონალდო მხიარულ და კეთილ ადამიანად დამამახსოვრდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ ჟურნალისტებთან "მანჩესტერ იუნაიტედში" მიღებულ გამოცდილებაზე, კრიშტიანო რონალდოსა და სისკეზე ისაუბრა.

"მანჩესტერ იუნაიტედში" პოზიციის სწორად შერჩევა და საჰაერო დუელების მოგება მასწავლეს... ფერგიუსონს ალბათ არ ეგონა, "ბარსა" ასე მალე თუ მოინდომებდა ჩემ დაბრუნებას, მაგრამ მე დავბრუნდი და ახლა ამ გუნდთან ერთად მხოლოდ ევროპის ჩემპიონის ტიტული მაკლია.

რონალდოზე ამბობენ, რომ ქედმაღალია, თუმცა მე ის მხიარულ და კეთილ ადამიანად დამამახსოვრდა. როგორც ჩანს, უჭირს პრესასთან გამკლავება. ახლა, როდესაც ის "რეალშია", მართალია, მე მისი ყველა ფინტი ვიცი, მაგრამ სამწუხ
აროდ, ეს დამშვიდების საფუძველს არ მაძლევს, რადგან კრიშტიანო უმაღლესი კლასის მოთამაშეა.

მეწყინა, სესკი შარშან ზაფხულს ჩვენთან რომ არ გადმოვიდა - მას ჩვენი გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო", - განაცხადა ესპანელმა.


მომზადებულია marca.com-ის მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული