მადრიდის "რეალი" მზადაა, სერხიო აგუეროში 90 მლნ ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელით, სერხიო აგუეროთი მადრიდის "რეალი" დაინტერესდა.

AS-ის ინფორმაციით, მადრიდელები აგუეროს ქარიმ ბენზემას შემცვლელად მოიაზრებენ და მზად არიან, მასში 90 მილიონი ევრო გადაიხადონ.

აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს აგუეროს შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა არგენტინელი მადრიდის "ატლეტიკოში" თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში 26 წლის აგუერომ პრემიერლიგის 33 მატჩში 26 გოლი გაიტანა და ტურნირის ბომბარდირი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კუნი ოღონდ რეალში არა
papa
09:09 27-05-2015
0

სიახლეები პოპულარული