"ბარსელონასა" და ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტს შორის კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებები ძალიან გაიწელა და ჩიხში შევიდა. მხარეები ხელშეკრულების 2015 წლამდე გაგრძელებას გეგმავდნენ, ვინაიდან მოქმედი კონტრაქტი 2013 წელს იწურება. თუმცა კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმება ვერ მოახერხეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები, რომელიც საქმის კურსში არიან, 22 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენენ. თუ "ბარსელონამ" ბუსკეტსთან კონტრაქტი ვერ გააგრძელა, შესაძლოა გაყიდოს, რათა მნიშვნელოვანი ფინანსური კომპენსაცია მიიღოს.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით