ბარსელონა VS ვილბაო - "ბარსელონა" ჰეთ-თრიკის მეორე ტიტულისთვის ემზადება

AutoSharing Option
სეზონის ჰეთ-თრიკამდე ორი ნაბიჯი რჩება - ლუის ენრიკეს გუნდმა მშობლიურ სტადიონზე უნდა მოუგოს "მასპინძელ" "ბილბაოს" და შესაძლებელი სამი ტიტულიდან მეორეს, სამეფო თასს დაისაკუთრებს.

"ბილბაომ" სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა და თუ თასს ვერ მოიგებს, ევროპალიგაზე მაინც ითამაშებს, ოღონდ საკვალიფიკაციო ეტაპიდან. შორს აღარ წავალთ და შეგახსენებთ ამ გუნდების ნახევარფინალურ დაპირისპირებებს - "ბარსელონამ" "ვილიარეალს" ორივე შეხვედრა 3:1 მოუგო, "ბილბაომ" კი 1:1-ის შემდეგ მოულოდნელად დაამარცხა სტუმრად "ესპანიოლი" - 2:0.

"ბარსელონას" შემადგენლობაში შევსებაა - ტრავმა მოირჩინა ლუის სუარესმა და ის ფინალში თამაშს შეძლებს. ვარჯიშებზე ის
შესანიშნავად გამოიყურება. ასე რომ, ლუის ენრიკეს ყველა (!) ფეხბურთელი ჯანმრთელად ჰყავს, თვით თომას ვერმალენიც, რომელსაც მთელი სეზონი გაუცდა ტრავმის გამო (ბოლო ტურის გარდა).

"ბილბაოსთვის" "კამპ ნოუზე" თამაში ბოლო დროს ურთულესი რამაა, აქ ბასკებს 2001 წლის შემდეგ არ უმარჯვიათ. "სამეფო თასი" "ბილბაოს" ბოლოს 1983/84 წლების სეზონის შემდეგ აღარ მოუგია. ბოლოს "ატლეტიკმა" სწორედ "ბარსელონა" დაამარცხა. ის მართლაც ფანტასტიკური სეზონი იყო ბასკური გუნდისთვის, რომელმაც ოქროს დუბლი შეასრულა. არადა, ამ გუნდს თასი 23-ჯერ აქვს მოპოვებული, მეტჯერ წარმატებას მხოლოდ "ბარსელონამ" მიაღწია, რომელმაც ტიტული 26-ჯერ მოიგო.

1984 წლის შემდეგ "ბილბაოს" ანგარიშზე მხოლოდ ერთი ტიტულია - უეფას თასი. ასე რომ, ერნესტო ვალვერდეს გუნდისთვის ეს ფინალი ძალზე მნიშვნელოვანია, წარმატების მიღწევა კი - სანატრელი. მაგრამ რამდენად რეალურია ეს? თუ გავითვალისწინებთ, რომ ლა ლიგაში ამ გუნდებს შორის სხვაობა 33 ქულაა და თამაშიც "კამპ ნოუზეა", ხოლო "ბარსელონა" ტოპ-ფორმაში იმყოფება, ბასკთა შანსს მიზერულს ვუწოდებთ.

ტიტულების ჰეთ-თრიკი, რომლისკენაც ლუის ენრიკეს გუნდი ისწრაფვის, "ბარსელონამ" ბოლოს 2008/09 წლების სეზონში შეძლო. მაშინ გუნდს ხოსეპ გვარდიოლა წვრთნიდა.

ჩავი "ბარსელონას" მაისურით ბოლოსწინა მატჩს ითამაშებს, ბოლო კი 6 ივნისის ლიგის ფინალი იქნება. ბასკებს არ ეყოლებათ ტრავმირებულები: იკერ მუნიაინი, ანდერ იტურასპე და იონას რამალიო. ძალზე საეჭვოა ოსკარ დე მარკოსის თამაშიც. ანდონი ირაოლა უკანასკნელად მოირგებს "ბილბაოს" ფორმას.

30 მაისი. ბარსელონა, "კამპ ნოუ". 23:30
ბილბაო-ბარსელონა
სავარაუდო შემადგენლობები
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - ირაოლა, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, ბენიატი - დე მარკოსი, მ. რიკო, უილიამსი - ადურისი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
damsaxurebuli gamarjveba barcas da tripeliti daideba wels visca barca
mishiko
08:05 31-05-2015
0
ბარსა მოუგებს
fffffffffffffffff
17:59 30-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული