"რეალის" ჭირი "ბარსელონას" ლხინია [+VIDEO]

AutoSharing Option

"რეალის" ჭირი "ბარსელონას" ლხინია და პირიქით. სუპერკლასიკოს შემდეგ, როცა ჟოზე მოურინიომ კარიერაში ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო, ეს ორი გუნდი წყვილ-წყვილად იგებდა მატჩებს და კატალონიელთა ორქულიანი უპირატესობა ტურიდან ტურს ესტაფეტასავით გადაეცემოდა. ბუნებრივია, ეს ოდესმე უნდა დარღვეულიყო, მაგრამ ალმერიაში? პრიმერას უკანასკნელ ადგილზე მყოფი მოკრძალებული კლუბი, რომლის რიგებშიც სულ 3-4 ფეხბურთელს თუ ეკუთვნის კლასით ელიტაში თამაში, ზამთრის მთავარი სენსაციის შემოქმედი შეიქნა - სტატუს-ქვოც დაირღვა, "ბარსელონა" წინ 4 ქულით გაიჭრა. გუშინ ანდალუსიაში იკერ კასილიასის საჯარიმოში შეჭრილი არგენტინელი პიატი მოცელეს, მაგრამ სანამ მსაჯი სასტვენს ჩაბერავდა,

ულოამ ანგარიში გახსნა, მიმდინარეობდა მეორე ტაიმი...

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ მატჩში "წაუექსპერიმენტა" - გამოკვეთილ ფორვარდად კრიშტიანო რონალდო ათამაშა, სასტარტოში პირველად კაკა გამოჩნდა, ხოლო ქარიმ ბენზემამ ის ადგილი დაიკავა, რომელსაც იმსახურებს - სათადარიგოთა სკამზე. მაგრამ მოურინიოს გათვლამ არ გაამართლა. 77-ე წუთამდე "რეალი" აგებდა და რომ არა ესტებან გრანეროს დიდებული დარტყმა, ვინ იცის, იქნებ სეზონში მეორედ დამარცხებულიყო კიდეც. "რეალმა" კინაღამ მაინც მოიგო - მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, რონალდომ ბურთი ხარიხას გაარტყა.


აბა, ასეთი საჩუქრის გამოუყენებლობა იქნებოდა? "ბარსამაც" "მალაგას" განკითხვის დღე მოუწყო - ვილიას დუბლით და ინიესტასა და პედროს გოლებით - 4:1.

მანამდე კი, შაბათს, 6 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს "სანჩეს პისხუანზე" "სევილიასა" და "ესპანიოლის" დაპირისპირება იწვევდა. ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ "სევილიას" ევროთასებზე მოხვედრა უსაშველოდ გაუჭირდება. "ესპანიოლს" შესანიშნავი შემტევი ნახევარმცველი ჰყავს - ხოსე კალეხონი, 23 წლის გრანადელმა დუბლი შეასრულა მასპინძელთა კარში და პოჩეტინოს გუნდს მოაგებინა - 2:1. ისევე როგორც ძალიან ბევრი ესპანეთში, კალეხონიც მადრიდის "რეალის" გაზრდილია, მაგრამ 2008 წელს "სამეფო კლუბმა" დაკარგა პერსეპტიული ახალგაზრდა, რომელიც მას შემდეგ "ესპანიოლის" ღირსებას იცავს. ვფიქრობთ, შორს არაა ის დრო, როცა კალეხონს "ფურია როხაში" დაუძახებენ.

არადა "სევილიას" მარცხს თავიდან ვერავინ იფიქრებდა, პირველი 40 წუთის განმავლობაში ანდალუსიელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რომარიკმა და დიდიე ზოკორამ ცენტრი დაიპყრეს, დიეგო პეროტიმ და ხესუს ნავასმა - ფლანგები, ძალიან სახიფათოდ მოქმედებდა ლუიშ ფაბიანო. მე-12 წუთზე კამენიმ ბრაზილიელის თავური მოიგერია, რომელიც, წესით, კარში უნდა წასულიყო, რომ არა აფრიკელი მეკარის საოცარი რეაქცია, გატანა ნავასსაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ვიქტორ რუისის ფეხმა აისხლიტა და კარს გადაცდა. და... ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ყოველგვარი სათამაშო ლოგიკის საწინააღმდეგოდ გოლი "სევილიას" კარში გავიდა. კალეხონმა ხავი მარკესის შორეული პასი მიიღო და უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში.

მეორე ტაიმში კალეხონმა კიდევ ერთხელ გაიტანა, ამჯერად კაპიტანმა ლუის გარსიამ მცველებს ბურთი თავზე გადაუგდო და კალეხონიც უმალ გაერკვა სიტუაციაში და ვარასს შანსი არ დაუტოვა. შეხვედრა მხოლოდ ბოლო წუთებზე დაიძაბა, როცა შეცვლაზე შესულმა ალვარო ნეგრედომ გაიტანა, მაგრამ "ესპანიოლმა" შინ სამი ქულა წაიღო და ახლა "სევილიას" 8 ქულით უსწრებს.

მესამე ადგილს არავის უთმობს "ვილიარეალი", მიუხედავად იმ საკადრო პრობლემებისა, რომლებმაც წალეკეს "წყალქვეშა ნავი". ვალენსიის მხარის გუნდმა 4:2 დაამარცხა ნავარული "ოსასუნა". თამაშში ყველაზე საინტერესო რამ 50-ე წუთზე მოხდა - "ელ მადრიგალი" ალბათ დიდხანს არ დაივიწყებს იმას, რაც რუბენ კანიმ ჩაიდინა. არა, ამჯერად "ვილიარეალის" ათიანს არაფერი დაუშავებია, არც წყლით სავსე ბოთლი უსვრია მეტოქე გუნდის მწვრთნელისთვის, 1:1-ზე კანიმ საოცარი გოლი გაიტანა მოედნის ცენტრიდან! თითქმის ზუსტად ისეთი, როგორიც დევიდ ბექჰემმა 1996 წელს "უიმბლდონს" გაუტანა. "ვილიარეალის" სხვა გოლები მარკო რუბენმა, ხოან კაპდევილამ და გონსალო როდრიგესმა გაიტანეს. 

"სან მამესზე", მოედნის ახალთახალ საფარზე ბილბაოს "ატლეტიკმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერთა ჯგუფს დაუახლოვდა, ამჯერად ბასკებმა კანტაბრიელები დაამარცხეს - 2:1. მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა - დავიდ ლოპესის მარცხენა ფრთიდან ჩამოწოდებულ საჯარიმოს თავით მსოფლიოს ჩემპიონმა ხავი მარტინესმა მიუსწრო, 17 წლის იკერ მუნიაინმა ღონიერი მოქნევით სეზონში პირველი გოლი გაიტანა. თამაშის მიწურულს "რასინგის" შეცვლაზე შესულმა ფორვარდმა ივან ბოლადომ მარტინესის გოლის ლამის იდენტური გაიტანა, მაგრამ ბასკებმა გამარჯვება შეინარჩუნეს.

მადრიდის გარეუბანში, "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" სენსაცია დაფიქსირდა - მიჩელის "ხეტაფემ" გამანადგურებელი მარცხი იწვნია წლეულს აღზევებული "რეალ სოსიედადისგან", რომელიც, როგორც წესი, სტუმრად ცუდად თამაშობს - 0:4. თამაშის დასაწყისშივე მიგელ ტორესმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და ბასკთა ლიდერმა ჩაბი პრიეტომ პენალტის ნიშნულიდან დააწინაურა თავისიანები. შემდეგი ფრანგი თინეიჯერის, ანტუან გრიზმანის დრო დადგა, მან ძალზე გამომწვევად იზეიმა გოლი, რის გამოც მადრიდელი ფანების რისხვა გამოიწვია. მატჩის ბოლოს შეცვლაზე შესულმა მიკელ არანბურუმ დუბლით ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა.

იშვიათი გამარჯვებები იზეიმეს აუტსაიდერებმა - "სპორტინგმა" ხიხონში "ერკულესს" 2:0 მოუგო, ხოლო "სარაგოსამ" შინ "ლევანტე" დაამარცხა და ბოლო ადგილსაც თავი დააღწია. 

კვირა დღე "ვალენსიას" მე-11 გამარჯვებით დაიწყო ჩემპიონატში. "ლოს ჩემ" ძნელად, მაგრამ მაინც გაარღვია "დეპორტივოს" 5-კაციანი დაცვის ხაზი. 77-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ტინო კოსტამ შესანიშნავი პასით მოძებნა მატიო და ფრანგმა მცველმაც ახლო მანძილიდან აიღო არანსუბიას კარი. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი პაბლო ერნანდესმა კონტრშეტევაზე დაიჭირა "დეპორი", მეკარე არანსუბია მოატყუა და ისე გაიტანა - 2:0.


მომდევნო ტური:
22 იანვარი: სევილია-ლევანტე, ბარსელონა-რასინგი, ვალენსია-მალაგა; 23 იანვარი: რეალი-მალიორკა, ხეტაფე-ესპანიოლი, სპორტინგი-ატლეტიკო, ვილიარეალი-რეალ სოსიედადი, სარაგოსა-დეპორტივო, ალმერია-ოსასუნა; 24 იანვარი: ბილბაო-ერკულესი.

 


ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტური


ვილიარეალი-ოსასუნა 4:2
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო, მუსაჩიო, კაპდევილა - მატილია (75. ორიოლი), ბრუნო, ბ. ვალერო (86. კრისტობალი), კანი (79. სისინიო) - მ. რუბენი, როსი.
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - ნელსონი, სერხიო, ფლანიო, ოიერი - ვადოცი, ლოლო - დამია (65. კალეხა), სორიანო (81. ანუნსიატა), კამუნიასი - არანდა (76. ლეკიჩი).
გოლები: 1:0 მ. რუბენი (21), 1:1 ვადოცი (47), 2:1 კანი (50), 3:1 კაპდევილა (65), 3:2 კალეხა (70), 4:2 გონსალო (83)
გაფრთხილება: მ. რუბენი - სორიანო, სერხიო, ოიერი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 4-7; კარში დარტყმა: 20-12 (12-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 19 000

 

ხეტაფე-რეალ სოსიედადი 0:4
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - მ. ტორესი (46. ალბინი), კატა დიასი, რაფა, მანე (62. მარკანო) - ბოატენგი, ვ. სანჩესი - მანუ, პარეხო, გავილანი (66. მოსკერა) - კოლუნგა.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, ლაბაკა, მ. გონსალესი - რივასი (46. ბერგარა), ელუსტონდო - ჩ. პრიეტო, ზურუტუზა (84. არანბურუ), გრიზმანი (67. სუტილი) - ხ. ლორენტე.
გოლები: 0:1 ჩ. პრიეტო (9-პენ), 0:2 გრიზმანი (32), 0:3 არანბურუ (87), 0:4 არანბურუ (89)
გაფრთხილება: კატა დიასი, ბოატენგი, რაფა - რივასი, ზურუტუზა, ბერგარა, ელუსტონდო
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 6-17; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 22-11 (3-4); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 10 000

 

სარაგოსა-ლევანტე 1:0
სარაგოსა (4-2-3-1): ლ. ფრანკო - დიოგო, კონტინი, იაროშიკი, პარედესი - პონსიო, გაბი - ლაფიტა, ანდერი (86. ხ. ლოპესი), ბუტაჰარი (66. ბერტოლო) - სინამა-პონგოლე (56. ბრაულიო). 
ლევანტე (4-2-3-1): მ. რეინა - ვენტა, რობუსტე, ნანო, დელ ორნო - პალიარდო, ხ. ტორესი - ნადალი (59. ვალდო), რ. სუარესი, ხუანლუ (59. მუნიოსი) - რაფა ხორდა (68. სტუანი).
გოლი: 1:0 გაბი (45)
გაფრთხილება: იაროშიკი, გაბი, ლაფიტა, დიოგო, ბრაულიო - პალიარდო, სტუანი, მუნიოსი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 23-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 10-8 (2-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 18 000

 

სპორტინგი-ერკულესი 2:0
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ი. ერნანდესი, გრეგორი, კანელია - კასესი (82. ს. ალვარესი), ეგურენი - დე ლას კუევასი (55. აიოსე), რივერა, დ. კასტრო (89. ხორხე) - დ. ბარალი. 
ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, პამარო, როდრიგესი, პენია - ფრიტცლერი (46. კიკო), აგილარი - ტოტე (64. კრისტიანი), ვალდესი, სენდოა (62. დრენტე) - ტრეზეგე.
გოლები: 1:0 დ. ბარალი (1), 2:0 კასესი (29)
გაფრთხილება: დ. კასტრო, დ. ბარალი, კასესი - ტრეზეგე, როდრიგესი, კორტესი, პამარო, ვალდესი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: ?-?; კარში დარტყმა: ?-? (?-?); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 17 000

 

ბილბაო-რასინგი 2:1
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, ოსიო (55. უსტარიცი), ეკიზა, კოიკილი - დ. ლოპესი, ხ. მარტინესი, გურპეგი, მუნიაინი - ფ. ლორენტე (46. ი. მარტინესი), ტოკერო (79. სუსაეტა). 
რასინგი (4-4-2): ტონიო - პინილიოსი (74. ნაუელპანი), ენრიკე, ტორეხონი, სისმა - კენედი, კოლსა, ლასენი, ადრიანი (62. ი. ბოლადო) - როზენბერგი, მუნიტისი.
გოლები: 1:0 ხ. მარტინესი (7), 2:0 მუნიაინი (10), 2:1 ი. ბოლადო (74)
გაფრთხილება: დ. ლოპესი, მუნიაინი - მუნიტისი, როზენბერგი, ტონიო, კოლსა
გაძევება: მუნიტისი (90)
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 9-12 (4-4); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 35 000

 

სევილია-ესპანიოლი 1:2
სევილია (4-4-2): ვარასი - კასერესი, ალექსისი, ესკუდე, ფ. ნავარო - ხ. ნავასი, ზოკორა (85. ალფარო), რომარიკი, პეროტი (63. კაპელი) - კანუტე, ლ. ფაბიანო (71. ნეგრედო). 
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ჩიკა, ფორლინი (46. ამატი), რუისი, დიდაცი - ბაენა, ხ. მარკესი (60. დუშერი) - ლ. გარსია, ვერდიუ, კალეხონი - ალვარო (85. ი. ალონსო).
გოლები: 0:1 კალეხონი (40), 0:2 კალეხონი (77), 1:2 ნეგრედო (91)
გაფრთხილება: ალექსისი - ფორლინი, ლ. გარსია
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 18-9; თამაშგარე: 7-5; კარში დარტყმა: 17-11 (6-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 36 400

 

ვალენსია-დეპორტივო 2:0
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - მიგელი, სტანკევიჩიუსი, დეალბერტი, მატიო - მადურო (67. კოსტა), ბანეგა (76. მ. თოფალი) - პ. ერნანდესი, მატა, ვისენტე (87. ალბა) - სოლდადო.
დეპორტივო (5-4-1): არანსუბია - ლაურე, კოლოტო, აიტამი, ლოპო, მ. პაბლო - ხ. როდრიგესი (85. პ. ალვარესი), ხ. დომინგესი (82. ჟუკა), ტომასი, ადრიანი - ლასადი (78. ვალერონი).
გოლები: 1:0 მატიო (77), 2:0 პ. ერნანდესი (93)
გაფრთხილება: მადურო, ვისენტე, პ. ერნანდესი - აიტამი, ლაურე
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 17-9 (7-1); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 36 000

 

ალმერია-რეალი 1:1 [VIDEO]
ალმერია (4-2-3-1): დ. ალვეში - მასედო, მ. სილვა, კ. გარსია, ხუანმა ორტისი - მბამი, ბერნარდელო - პიატი, უჩე (63. ვარგასი), კრუსატი (74. იაკობსენი) - ულოა (88. გოიტომი).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ალბიოლი (63. რ. კარვალიო), ს. რამოსი, მარსელო (63. გრანერო) - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, კაკა (53. ბენზემა) - რონალდო.
გოლები: 1:0 ულოა (60), 1:1 გრანერო (77)
გაფრთხილება: უჩე, მბამი - ალბიოლი, იოზილი
კუთხური: 1-12; ჯარიმა: 21-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 9-24 (3-10); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 20 000

 

ბარსელონა-მალაგა 4:1 [VIDEO]
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში (26. ადრიანო), პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა (81. აფელაი) - პედრო (80. კრკიჩი), მესი, ვილია.
მალაგა (4-2-3-1): ასენხო - გასპარი, დემიკელისი, ველიგტონი, მტილიგა - აპონიო, კამაჩო (77. რესიო) - მარესკა (59. ელიზეუ), ქუინსი (59. რონდონი), დუდა - ბაპტიშტა.
გოლები: 1:0 ინიესტა (7), 2:0 ვილია (17), 3:0 პედრო (35), 3:1 დუდა (67), 4:1 ვილია (73)
გაფრთხილება: აბიდალი - დემიკელისი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 13-4 (9-2); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 88 800

ატლეტიკო-მალიორკა დღეს

 

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 19 17 1 1 61-11 52
2. რეალი 19 15 3 1 47-17 48
3. ვილიარეალი 19 12 3 4 38-20 39
4. ვალენსია 19 11 4 4 29-20 37
5. ესპანიოლი 19 11 1 7 25-25 34
6. ბილბაო 19 9 2 8 29-31 29
7. ატლეტიკო 18 8 3 7 28-23 27
8. მალიორკა 18 8 3 7 23-21 27
9. ხეტაფე 19 8 3 8 28-29 27
10. სევილია 19 8 2 9 26-31 26
11. სოსიედადი 19 8 1 10 29-31 25
12. ერკულესი 19 6 4 9 22-28 22
13. დეპორტივო 19 5 6 8 15-26 21
14. რასინგი 19 5 5 9 15-26 20
15. ოსასუნა 19 4 6 9 17-25 18
16. მალაგა 19 5 2 12 24-41 17
17. სპორტინგი 19 3 7 9 17-27 16
18. სარაგოსა 19 3 7 9 17-32 16
19. ლევანტე 19 4 3 12 19-30 15
20. ალმერია 19 2 8 9 17-32 14

 

ბომბარდირები: 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 18 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - დავიდ ვილია (ბარსელონა); 11 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 10 - ნილმარი (ვილიარეალი), პედრო (ბარსელონა); 9 - ჯუზეპე როსი (ვილიარეალი), დავიდ ტრეზეგე (ერკულესი); 8 - ფრედერიკ კანუტე (სევილია).

 

 

სეგუნდადივიზიონი. XX ტური


ხირონა-ნუმანსია 2:0
გოლები: 1:0 დესპოტოვიჩი (29), 2:0 ჩეჩუ (90)

 

ბეტისი-ალკორკონი 3:0
გოლები: 1:0 რ. კასტრო (43), 2:0 პერეირა (72), 3:0 როკე (88)

 

რაიო ვალეკანო-კარტახენა 3:1
გოლები: 1:0 არმენტეროსი (11), 2:0 არმენტეროსი (20), 2:1 ვიქტორი (33), 3:1 დელიბაშიჩი (66)
გაძევება: რ. გარსია (32. რაიო ვალეკანო)

 

ვალიადოლიდი-უესკა 2:0
გოლები: 1:0 ხ. გუერა (27), 2:0 ხ. გუერა (67)

 

სალამანკა-ბარსელონა 2:3
გოლები: 1:0 ექტორი (10), 1:1 რობერტო (33), 1:2 ფერეირა (63), 1:3 სორიანო (69), 2:3 სარმიენტო (71)

 

ლას პალმასი-კორდობა 0:1
გოლი: 0:1 ალბერტო (25)

 

სელტა-ხერესი 1:1
გოლები: 1:0 დე ლუკასი (32), 1:1 ბერმეხო (90)

 

ალბასეტე-ხიმნასტიკი 0:1
გოლი: 0:1 ვიგერა (86)

 

ელჩე-გრანადა 0:0
გაძევება: მუბარაკი (32. ელჩე), კალვო (89. გრანადა)

 

უელვა-ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 ლამასი (29), 2:0 კეპა (77)

 

პონფერადინა-ტენერიფე 1:1
გოლები: 0:1 სისილია (32), 1:1  მაიორი (75)

 

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 20 14 4 2 46-17 46
2. სელტა 20 11 7 2 36-19 40
3. ვალეკანო 20 12 4 4 33-20 40
4. კარტახენა 20 9 5 6 30-25 32
5. ხერესი 20 9 4 7 31-28 31
6. ბარსელონა 20 8 7 5 32-30 31
7. ვილიარეალი 20 8 4 8 24-31 28
8. გრანადა 19 7 6 6 32-22 27
9. ნუმანსია 20 8 3 9 29-24 27
10. ელჩე 20 6 9 5 18-19 27
11. ვალიადოლიდი 20 7 5 8 28-27 26
12. ხირონა 20 6 7 7 27-26 25
13. კორდობა 20 5 9 6 26-27 24
14. სალამანკა 20 7 3 10 23-27 24
15. ალბასეტე 20 5 8 7 17-20 23
16. უელვა 20 4 10 6 19-21 22
17. უესკა 20 4 10 6 14-20 22
18. ლას პალმასი 20 5 7 8 29-39 22
19. ალკორკონი 20 6 3 11 22-31 21
20. ხიმნასტიკი 20 4 7 9 15-23 19
21. პონფერადინა 20 3 8 9 17-37 17
22. ტენერიფე 19 3 6 10 15-30 15

 

ბომბარდირები: 14 - რუბენ კასტრო (ბეტისი), ალექს გეიხო (გრანადა); 12 - ხავი გუერა (ვალიადოლიდი), ქუინი (ალკორკონი), ემილიანო არმენტეროსი (რაიო ვალეკანო); 11 - ტოჩე (კარტახენა).

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული