კრიშტიანო რონალდომ სარეკორდო "ოქროს ბუცი" მოიგო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ 2014/15 წლების სეზონის "ოქროს ბუცი" მოიგო.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში 48 გოლი გაიტანა და ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი კარიერაში უკვე მეოთხედ გახდა.

მეორე ადგილზე ლიონელ მესი (ბარსელონა) გავიდა, მესამეზე - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), შემდეგ მოდიან ჯონათან სორიანო (ზალცბურგი) და ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც "ოქროს ბუცი" ოთხჯერ მოიგო. მან ამ ჯილდოს მოგება 2008, 2011 და 2014 წლებში შეძლო (გასულ წელს მან ტიტული ლუის სუარესთან ერთად გაიყო). აღნიშნული ტიტული კი მესიმ სამჯერ
მოიგო.

საბოლოო სია კი ასე გამოიყურება:

1. კრიშტიანო რონალდო (რეალ) 48 x 2 = 96
2. ლიონელ მესი (ბარსელონა) 43 x 2 = 86
3. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) 26 x 2 =52
4. ჯონათან სორიანო (ზალცბურგი) 31 x 1.5 = 46.5
5. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) 22 x 2 = 44
- მაურო იკარდი (ინტერი) 22 x 2 = 44
- ნეიმარი (ბარსელონა) 22 x 2 = 44
- ლუკა ტონი (ვერონა) 22 x 2 = 44
9. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) 21 x 2 = 42
- ჯეკსონ მარტინესი (პორტუ) 21 x 2 = 42
11. რობერტ ბერიში (რაპიდი) 27 x 1.5 = 40.5
- ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი) 27 x 1.5 = 40.5
- ერან ზახავი (მაქაბი თელ-ავივი) 27 x 1.5 = 40.5
14. კარლოს ბაკა (სევილია) 20 x 2 = 40
- დიეგო კოშტა (ჩელსი) 20 x 2 = 40
- ჯონასი (ბენფიკა) 20 x 2 = 40
- კარლოს ტევესი (იუვენტუსი) 20 x 2 = 40
18. როდრიგო (ბენფიკა) 19 x 2 = 38
- ალექსანდ მაიერი (აინტრახტი) 19 x 2 = 38
20. არიც ადურისი (ბილბაო) 18 x 2 = 36
- ჩარლი ოსტინი (ქპრ) 18 x 2 = 36
- გონსალო იგუაინი (ნაპოლი) 18 x 2 = 36
მკითხველის კომენტარები / 1 /
სორიანო დროა უფრო ძლიერ ლიგაში გადავიდეს,კარგი ფეხბურთელია
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული