ზინედინ ზიდანი: ანჩელოტის შეცვლაზე უარს არ ვიტყოდი

AutoSharing Option
23 ივნისს ზინედინ ზიდანი 43 წლის გახდა. იუბილართან ინტერვიუ "ფრანს ფუტბოლმა" გააკეთა, რომელშიც გამოჩნდა, რომ ფრანგი სპეციალისტი გაცილებით ამბიციურია, ვიდრე ამას ესპანურ მედიასთან ავლენს.

"დიახ, ჩემთვის რომ შემოეთავაზებინათ ანჩელოტის ადგილი, დავთანხმდებოდი. თავს პროფესიონალად მივიჩნევ და გამოწვევაზე უარს არასოდეს ვამბობ.

თუმცა ის, რომ ფეხბურთს მაღალ დონეზე ვთამაშობდი, წარმატების გარანტია არაა, ყველაფერს წყვეტს შედეგები", - აცხადებს "რეალ მადრიდ კასტილიას" თავკაცი.

* * *
"მარკას" ინფორმაციით, იკერ კასილიასმა საბოლოოდ გადაწყვიტა "რეალიდან" აბარგება. კასილიასით დაინტერესებულნი არიან ინგლისური, ფრანგული, ესპანური და თურქული კლუბები.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული