"რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედს" სერხიო რამოსის სანაცვლოდ 90 მლნ ევროს სთხოვს

AutoSharing Option
"რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელები კვლავაც განიხილავენ მადრიდული კლუბის მცველის, სერხიო რამოსის ტრანსფერის შესაძლებლობას.

ესპანური მედიის ცნობით, "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რამოსის 50 მლნ ევროს სანაცვლოდ დათმობაზე უარი თქვა და 90 მლნ ევრო მოითხოვა.

"იუნაიტედი" ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს ხელფასად ხუთი სეზონის განმავლობაში 55 მლნ ევროს გადახდას ჰპირდება. თუკი რამოსი ინგლისურ კლუბში გადავა, პირველ სეზონში 12 მლნ-ს აიღებს, შემდეგ კი ყოველწლიურად მისი გასამრჯელო 0,5 მლნ-ით შემცირდება და ბოლოს 10 მლნ-მდე დავა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამოსი "რეალის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას ფინანსურ პირობებზე
ვერ ახერხებდა. ფეხბურთელი წელიწადში 10 მლნ-ს ითხოვს, რასაც "რეალის" პრეზიდენტი არ თანხმდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული