ინგლისური მედიის ცნობით, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის თავის რიგებში ხილვა მეორე მანჩესტერულ კლუბს, "სიტისაც" სურს.
შეგახსენებთ, რომ "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ორჯერ უთხრა "იუნაიტედს" უარი, ფეხბურთელის 50 მლნ ევროდ მიყიდვაზე. პერესი რამოსის სანაცვლოდ 90 მლნ ევროს ითხოვს, თავად ფეხბურთელს კი მადრიდული გრანდის დატოვება სურს, რადგან ფინანსურ პირობებზე ვერ თანხმდება.