"ელ მუნდო დეპორტივოს" ინფორმაციით, მართალია, "ბარსას" პოგბას შეძენის უფლება აქვს, მაგრამ "იუვენტუსი" პოგბას იაფად არ დათმობს. "იუვენტუსი" ფრანგის სანაცვლოდ, არც მეტი, არც ნაკლები, 80 მილიონ ევროს ითხოვს. "ელ მუნდო დეპორტივოს" ინფორმაციით, "იუვემ" პოგბას სხვა გუნდში გაყიდვას ვეტო 18
"სპორტი" ამტკიცებს, რომ "ბარსელონა" მზად არის, გადაიხადოს ეს თანხა. შემდეგში ეს ტრანსფერი შესაძლოა, 90 მილიონამდე გაიზარდოს, რადგან ბონუსების სახით, შეიძლება 10 მილიონი ევრო დაემატოს. ამასთან, "ბიანკონერი" ფრანგის გამოყენებას 2015/16 წლების სეზონშიც შეძლებს.
შესათანხმებელია 22 წლის ფეხბურთელის ხელფასიც "ბარსელონაში". მინო რაიოლა თავისი კლიენტისთვის წელიწადში 12 მილიონ ევროს ითხოვს. რაიოლას ზურგს ის უმაგრებს, რომ ერთი-ორი გრანდი მზად არის, პოგბას ამ ოდენობის ხელფასი გადაუხადოს. თუმცა კატალონიურ კლუბში ჯერ კიდევ ეიმედებათ, რომ პოგბა "ბარსაში" უფრო ნაკლებ ხელფასზეც დათანხმდება თამაშს.
ნეიმარის საქმე
ესპანეთში კვლავ დიდი ყურადღება ექცევა "ნეიმარის საქმეს". "მარკა" ამტკიცებს, რომ ტრანსფერის განმახორციელებელმა კლუბებმა, "სანტოსმა" და "ბარსელონამ" კარგად უწყოდნენ, რომ მაქინაცია მზადდებოდა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით. შეგახსენებთ, რომ ნეიმარის ტრანსფერში "ბარსამ" დაახლოებით 80 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურად გამოცხადებული. შესაბამისად, ფირმამ, რომელსაც ნეიმარის უფლებების 40% ეკუთვნოდა, 34-მილიონიანი ზარალი განიცადა.
ერთგული ბარტრა
კიდევ ერთმა მცველმა გამოუცხადა "ბარსას" ერთგულება - მარკ ბარტრა გუნდში რჩება. მან განაცხადა, რომ გუნდის დატოვების შანსი 12 მილიონ ევროდ აქვს, მაგრამ ამის გამოყენებას არ აპირებს და თავის კონტრაქტს ბოლომდე გამოიმუშავებს. არადა, 1-ლი ივლისიდან ბარტრას გამოსასყიდი თანხა 12 მილიონიდან 50 მილიონამდე იზრდება. ფეხბურთელის შეძენა "ბაიერნს", "მანჩესტერ სიტის" და "პორტუს" სურდათ. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"