"ვალენსიას" პრეზიდენტი გადადგა

AutoSharing Option
"ვალენსიას" პრეზიდენტმა ამადეო სალვომ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

სალვოს გარდა, პოსტები დატოვეს კლუბის სხვა ხელმძღვანელებმაც.

"მოვიდა დრო, დავტოვო კლუბი. ამის ორი მიზეზი არსებობს: პირველ რიგში, მამაჩემს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეორეც, თავად მაქვს პირადი ხასიათის პრობლემები. არა აქვს არანაირი მნიშვნელობა დეკემბრამდე მუშაობას, სადამდეც ჩემი უფლებამოსილება გრძელდებოდა. თუმცა მშვიდად მივდივარ, "ვალენსია" საიმედო ხელში რჩება", - აი, ასეთი უცნაური ახსნა მოუძებნა სალვომ თავის საქციელს.

რამდენიმე დღით ადრე ესპანური პრესა წერდა, რომ კლუბის ხელმძღვანელს კონფლიქტი ჰქონდა მწვრთნელ ნუნუ ესპირიტუ სანტუსთან და ნუთუ
ამ კონფლიქტში უცხოელმა მწვრთნელმა იმარჯვა?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული