რა ხდება "რეალში": კარვახალი და მარსელო რჩებიან, იკერი მილიონებს ითვლის

AutoSharing Option
როგორც ჩანს, იკერ კასილიასი სულაც არ ხუმრობს და "პორტუში" გადასვლას მართლაც ეშურება.

"პორტუ" ესპანეთის ნაკრების გოლკიპერს ხელფასად წელიწადში 5 მილიონ ევროს უნიშნავს.

პორტუგალიური გრანდი იკერს 2+1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ამასთან ერთად, "პორტუს" სურვილია, კასილიასი "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაშორდეს.

ბუნებრივია, იმისთვის, რომ მასში სატრანსფერო თანხა არ გადაიხადოს. "სამეფო კლუბი" მზადაა, გაითვალისწინოს 34 წლის ვეტერანის დამსახურება კლუბის წინაშე და მას მართლაც მიანიჭოს თავისუფალი აგენტის სტატუსი.

თუმცა საქმეს ხლართავს თავად კასილიასის სურვილი. იკერს "რეალთან" კიდევ ორწლიანი ხელშეკრულება აქვს, რომლის განმავლობაში ის "სამეფო კლუბში"
ხელფასად 25 მილიონ ევროს მიიღებს.

თუკი კონტრაქტი გაუქმდება, იკერი "რეალისგან" 15 მილიონ ევროს ითხოვს, რომ უახლოეს ორ წელიწადში ისევ 25 მილიონი გამოუვიდეს შემოსავალი (ამ კომპენსაციას პლუს "პორტუს" ხელფასი 2 სეზონში).

მოლაპარაკების პროცესში "რეალის" ლეგენდამ ამ 15 მილიონიდან ნაწილზე უარის თქმის მზადყოფნა გამოხატა. თუმცა, რამდენს დათმობს გოლკიპერი, ჯერ უცნობია.

***
ამასობაში, "სამეფო კლუბის" ქომაგებს გაუხარდებათ, როცა შეიტყობენ - მარსელო და დანიელ კარვახალი "რეალთან" ხელშეკრულების გაგრძელებას აპირებენ. "მარკას" ცნობით, კარვახალის საკითხი გადაწყვეტილია - ის "რეალში" 2020 წლამდე რჩება. რიგში მარსელოს საკითხია, რომელიც ასევე 2020 წლამდე გაახანგრძლივებს კონტრაქტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული