''ოსასუნამ'' ნახევარმცველი შეიძინა

AutoSharing Option
პამპლონის "ოსასუნას" ოფიციალურმა ვებსაიტმა დაადასტურა, რომ კლუბმა 26 წლის ალვარო სეხუდო შეიძინა. ნახევარმცველი ბოლოს სეგუნდადივიზიონის "ლას პალმასში" თამაშობდა.

სეხუდომ ნავარელებთან 2,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2013 წლის ზაფხულში გაუვა. ტრანსფერის რაოდენობა არ გახმაურებულა, მაგრამ კანარის კუნძულების ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა, რომ "ოსასუნამ" ფეხბურთელი იაფად ჩაიგდო ხელში - 320 ათასი ევრო გადაიხადა.

ეს "ოსასუნას" მეორე შენაძენია, პირველი კორომინასია, რომელიც "ესპანიოლმა" იჯარით გაუშვა პამპლონაში. სხვათა შორის, პრობლემები შეიქმნა სამედიცინო შემოწმების შემდეგ, გაირკვა რომ სეხუდოს ტრავმა აწუხებს და ერთი თვის გამოტოვება მოუწევს. ამის
მიუხედავად, "ოსასუნამ" გარისკა და ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული