იკერ კასილიასმა მადრიდის "რეალს" 16 მლნ ევრო არ შეარჩინა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ და იკერ კასილიასმა, ამ უკანასკნელის  "პორტუში" გადასვლის დეტალებზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ გამოცემა AS იუწყება.

ცნობილია, რომ კასილიასი პორტუგალიურ გრანდთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ ხნის განმავლობაში 8 მლნ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ იკერ კასილიასი "რეალში" რომ დარჩენილიყო, 2017 წლამდე ის 24 მლნ-ს გამოიმუშავებდა. მადრიდულ კლუბთან არცთუ იოლი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ "რეალი" ესპანეთის ნაკრების მეკარეს დანარჩენ 16 მლნ ევროს გადაუხდის.

ამრიგად, პორტუგალიურ კლუბში გადასვლით კასილიასი ფინანსური თვალსაზრისით არაფერს კარგავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადრიდის რეალმა მაშინ შესცოდა, როდესაც გუნდიდან ბოსკე და მაკელელე გაუშვა, ამის შემდეგ მათი საქმე სულ უკან წავიდა , ძალზე უმადური გუნდია და მისი ფეხბურთელების დაფასება არ იცის, ამიტომაც არიან ასეთ დღეში!
გურული
00:32 12-07-2015
0

სიახლეები პოპულარული