"კაკა პროგრესს განიცდის. ის ჯერ კიდევ არ არის 100 პროცენტით მზად. თუმცა თუ ტრავმებს გადაურჩა წინანდელ ფორმას აუცილებლად აღიდგენს. ის "რეალისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - თქვა რონალდომ.
მან ფორვარდ ქარიმ ბენზემასაც დაუჭირა მხარი, რომელსაც ბოლო დროს მასმედია ძალიან აკრიტიკებს არადამაჯერებელი თამაშისთვის. "ჩემი აზრით, ქარიმი ასეთ კრიტიკას არ იმსახურებს. თუ მისი
ამას გარდა, რონალდომ კლუბის ხელმძღვანელობას მცველ პეპესთან კონტრაქტის გახანგრძლივება ურჩია. "კლუბის პრეზიდენტი, რომ ვყოფილიყავი, პეპეს ახალ კონტრაქტს უსიტყვოდ გავუფორმებდი. ის მსოფლიო დონის მოთამაშეა. ასე იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი მეგობარია, უბრალოდ ობიექტური ვარ", - განაცხადა რონალდომ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
.