ოფიციალურად: მადრიდის "რეალში" იკერ კასილიასი კიკო კასილიამ შეცვალა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბარსელონის "ესპანიოლთან" შეთანხმებას მიაღწია მეკარე კიკო კასილიას ტრანსფერთან დაკავშირებით.

28 წლის მეკარესთან კონტრაქტი 5-წლიანია და როგორც ესპანური მედია წერს, გარიგება მადრიდულ გუნდს 6 მლნ ევრო დაუჯდა. კასილიამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და გუნდს ავსტრალიურ შეკრებაზე შეუერთდება.

კასილიამ, რომელიც "სამეფო კლუბის" აღზრდილია, მადრიდული გრანდი 2008 წელს დატოვა და მას შემდეგ კატალონიურ გუნდში ასპარეზობდა.

პრიმერას გასულ სეზონში მეკარემ 37 მატჩი ჩაატარა., გაუშვა 48 გოლი, მიიღო ოთხი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს შემთხვევით წალენჯიხელი ხომ არაა?:დ
Jalagonia
12:42 18-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული