მადრიდის "რეალი": გარეთ ბეილი გამთამაშებლად? ბენიტესი არ გამორიცხავს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" პირველი ამხანაგური მატჩი გამართა რაფა ბენიტესის მეთაურობით. მელბურნში "რომასა" და "სამეფო კლუბის" შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა, პენალტების სერიაში კი რუდი გარსიას გუნდმა იმარჯვა - 7:6.

გადამწყვეტი გამოდგა ლუკას ვასკესის დარტყმა, ბრაზილიელს მორგან დე სანკტისმა აუღო.

ამ შეხვედრაში "რეალის" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ნავასი, რამოსი, მარსელო, კარვახალი, ვარანი, მოდრიჩი, ბეილი, ილიარამენდი, ედეგორი, რონალდო, ხესე. შეცვლაზე შევიდნენ: არბელოა, პეპე, ნაჩო, სილვა, ჩერიშევი, კროოსი, ისკო, ბენზემა, ვასკესი, დანილო.

როგორც ხედავთ, ბენიტესმა მხოლოდ მეკარე კეილორ ნავასი არ შეცვალა, რომელსაც ნომერ პირველი მაისურა
გადაეცა. კოსტარიკელმა ეს ნომერი იკერ კასილიასისგან გადაიბარა.

ახალწვეული კიკო კასილია კი მე-13 ნომერი იქნება. შეგახსენებთ, რომ კასილია რამდენიმე დღის წინ ბარსელონას "ესპანიოლიდან" 6 მილიონ ევროდ გადავიდა ესპანურ გრანდში. კასილია მადრიდის "რეალის" აღზრდილია, მაგრამ კასილიასთან კონკურენციის გაწევა მას არ შეეძლო. ამიტომაც აღმოჩნდა კატალონიურ გუნდში.

"კასილიას გადმოსვლით, "რეალში" კონკურენცია გაიზარდა, გუნდს ძალიან კარგი მეკარეები ჰყავს. მეტი საჭირო არც არის", - განაცხადა რაფამ. ესპანელმა სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ გარეთ ბეილი დიდებული ფეხბურთელია და არ არის გამორიცხული, რომ უელსელმა "რეალში" გამთამაშებლის პოზიციაზე ითამაშოს, ანუ იქ, სადაც ბეილი "ტოტენჰემში" ასპარეზობის ბოლო სეზონში ირჯებოდა და სადაც თავად უელსელს სურს ყოფნა.

სხვათა შორის, "რომასთან" მატჩში კრიშტიანო რონალდო კიდევ ერთხელ შემოსწყრა ბეილს (როგორც ეს გასული სეზონის დროს იყო) სახარბიელო სიტუაციაში პასის დაგვიანებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული