ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: ფული გვარდიოლას ღმერთია!

AutoSharing Option
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხორხე ფერნანდეს დიასმა მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას კრიტიკა დაატეხა თავს.

ამის მიზეზი პოლიტიკურია - გვარდიოლა იმ პარტიის საარჩევნო სიაში მოხვდა, რომელიც კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას უჭერს მხარს.

"გვარდიოლას ქმედება სიბრალულს იწვევს. ყველა ვხედავთ ნიღბის ქვეშ მის ნამდვილ სახეს. ის ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა, რომელთან ერთადაც წარმატების მიღწევას თურმე არა პატრიოტული, არამედ პოლიტეკონომიკური ინტერესების გამო ცდილობდა. არიან ადამიანები, რომელთათვის ფული ღმერთია", - აქვეყნებს დიასის ნათქვამს Marca.

ხოსეპ გვარდიოლა, როგორც ფეხბურთელი, ესპანეთის ეროვნული გუნდის ღირსებას 1992-2001 წლებში იცავდა.
ნაკრების მაისურით ჩატარებულ 47 მატჩში მას 5 გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული