"რეალი" და რამოსი მოლაპარაკებებს Audi Cup-ის დასრულების შემდეგ განაახლებენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუნდის მცველ სერხიო რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას აპირებს.

ესპანური მედიის ცნობით, მხარეები საკითხის განხილვას საზაფხულო ტურნირის, Audi Cup-ის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან, რომელიც 5 აგვისტოს დასრულდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამოსი და პერესი მზად არიან, მოლაპარაკების პროცესში გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ. ამბობენ, რომ რამოსი, რომელიც ხელფასად წელიწადში 10 მლნ ევროს ითხოვდა, ახლა 9 მლნ-ზეც თანახმა იქნება.

რაც შეეხება ტურნირ Audi Cup-ს, მასში მონაწილეობას მადრიდის "რეალი", მიუნხენის "ბაიერნი", "მილანი" და ლონდონის "ტოტენჰემი" მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული