"ოპერაციამ, როგორც ველოდით, ნორმალურად ჩაიარა. ახლა ყველაფერი კარგადაა. გუშინ ჩემს მკურნალ ექიმს ვესაუბრე და მითხრა, რომ ყველაფერი რიგზეა. ტკივილი, რომელიც თამაშში ხელს მიშლიდა, გაქრა და ახლა მთელი ფიქრები მოედანზე მალე დაბრუნებასთანაა დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, რომ მწყობრში ჩადგომას მიმდინარე სეზონის ბოლომდე შევძლებ", - თქვა იგუაინმა.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით