იგუაინს ტკივილი გაუქრა

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა იმედი გამოთქვა, რომ მოედანს მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაუბრუნდება. ჩატარებული ხერხემალზე ოპერაციის შემდგ ვარაუდობდნენ, რომ არგენტინელ ფორვარდს აღსადგენად 4 თვე დასჭირდებოდა.

"ოპერაციამ, როგორც ველოდით, ნორმალურად ჩაიარა. ახლა ყველაფერი კარგადაა. გუშინ ჩემს მკურნალ ექიმს ვესაუბრე და მითხრა, რომ ყველაფერი რიგზეა. ტკივილი, რომელიც თამაშში ხელს მიშლიდა, გაქრა და ახლა მთელი ფიქრები მოედანზე მალე დაბრუნებასთანაა დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, რომ მწყობრში ჩადგომას მიმდინარე სეზონის ბოლომდე შევძლებ", - თქვა იგუაინმა.


მომზადებულია Reuters-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული