ლიონელ მესი მზადაა, "ბარსელონაში" N10 არდა თურანს დაუთმოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალწვეულმა არდა თურანმა აღნიშნა, რომ კატალონიური გრანდის 10-ნომრიანი მაისურით თამაშის საშუალება ჰქონდა, რომლითაც ლიონელ მესი გამოდის.

28 წლის თურქი ნახევარმცველის თქმით, არგენტინელმა ვარსკლავმა მას თავად შესთავაზა "10"-იანი.

"როდესაც თურქეთში ნაკრებში მოვხვდი, ჩემთვის 14-ნომრიანი მაისური ავირჩიე, რადგან მამაჩემი კრუიფის დიდი თაყვანისმცემელია. თუმცა, მაისურზე დაწერილი ნომერი ის საკითხი არაა, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

იანვარში გადავწყვეტ, რა ნომრით ვითამაშებ. მესიმ კი მითხრა, რომ შემიძლია 10-იანი მაისური ავირჩიო, თუკი მსურს", - უთხრა არდამ ღიმილით ინტერვიუში NTVSpor-ს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ახალ ფეხბურთელებს, ფიფას სანქციების
გამო, მოედანზე სათამაშოდ გასვლა 2016 წლის 1-ელ იანვრამდე ეკრძალებათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული