"რასინგის" ფეხბურთელ ოსკარ სერანოს ნაკლებად გაუმართლა, მას ოპერაცია დასჭირდა და ახლა სეზონის ბოლომდე ვერაფრით დაეხმარება კანტაბრიულ კლუბს. სერანომ მარცხენა მუხლი "სპორტინგთან" მატჩში დაიზიანა, დრო აღარ ითმენდა, მას მალე ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც, ექიმთა თქმით, წარმატებული გამოდგა.
არადა სერანო ახალი დაბრუნებული იყო მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, რომელიც მან გასული სეზონის ბოლოს მიიღო - წლევანდელ სეზონში მან მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 29 წლის ოსკარ სერანო 2005 წლიდან "რასინგშია", ის იქ "ესპანიოლიდან" გადავიდა.
.