ნეიმარმა ყბაყურა მოირჩინა და ვარჯიშობს, მაგრამ "ბარსელონას" ჯერ ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი, რომელსაც ყბაყურათი იყო ავად, გამოჯანმრთელდა და ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფორვარდი ორი კვირის წინ დაავადდა, რის გამოც თბილისში გამართული უეფას სუპერთასის მატჩი "სევილიასთან" და ასევე, ესპანეთის სუპერთასზე ბილბაოს "ატლეტიკთან" ორრაუნდიანი დაპირისპირება გამოტოვა.

მიუხედავად გამოჯანმრთელებისა, 23 წლის ნეიმარი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელსაც "ბარსელონა" 23 აგვისტოს ბილბაოში, "ატლეტიკთან" ჩაატარებს. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა და შესაძლოა, მოედანზე ვიხილოთ ხორდი ალბა, რომელიც გამოჯანმრთელდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული