ამ ტურით იწყება ლა ლიგის II ნახევარი, რომელსაც ჩემპიონი "ბარსელონა" 4-ქულიანი ჰანდიკაპით იწყებს. დღეს "ბარსელონა" "რასინგს" მასპინძლობს, რომელიც 20 ქულით მე-14 ადგილზეა. კი "რეალი" "მალიორკას" შეხვდება, რომელიც 27 ქულით მე-9 ადგილზეა.
"იანვარში ტიტულებს არ იგებენ", - ხოსეპ გვარდიოლას ბოლო ფრთიანი ფრაზაა. მართალია, იანვარში ტიტულს ვერ მოიგებ, მაგრამ საფუძველი შეიძლება ჩაუყარო. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი მატჩია სანტანდერის "რასინგთან" დაპირისპირებაც, რომელშიც "ბარსელონა" უბრალოდ ვალდებულია სამი ქულა მოიპოვოს. ამ ტურის წინ "ბარსას" განსაკუთრებული მოტივაციაც აქვს - ოთხთვიანი დაუმარცხებელი სერია ოთხშაბათს შეწყდა, თანაც ვისთან -
როგორც უკვე ვთქვით, სეზონის ნახევარია გასული და მეორე ნახევარიც ასეთი ტემპით რომ გააგრძელოს, "ბარსელონა" საოცარ რეკორდს შემოგვთავაზებს. წარმოიდგინეთ, სეზონის ბოლოს "ბარსას" 102 ქულა და 122 გოლი ექნება გატანილი, ბურთების შეფარდებაში ლამის +100 გოლი შედეგით. მაგრამ ეს შთამბეჭდავი სტატისტიკაც კი ვერ მოვა ახლოს იმასთან, თუ როგორ სტილში ანადგურებს კატალონიური გრანდი მეტოქეებს. ზედიზედ 13 ტურია "ბლაუგრანა" იმარჯვებს, აქედან 10 შეხვერდაში ჩემპიონი მეტოქეებს სამი და მეტი გოლით "ასაჩუქრებს".
და რა უნდა დაუპირისპიროს სანტანდერის "რასინგმა" ასეთ "ბარსელონას"? კლუბი დღედღეზე ალბათ მეპატრონეს შეიცვლის, მდიდარი ინდოელი ბიზნესმენის ხელში გადავა და ფინანსური კრიზისი აღარ შეაწუხებს კანტაბრიულ კლუბს.. მანამდე კი, არ ვიცით, რით ვანუგეშოთ "რასინგის" გულშემატკივრები. სეზონის პირველ მატჩში "რასინგი" 0:3 დამარცხდა "ბარსელონასთან" და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის თითოეულ მოპოვებულ ქულას დიდი ფასი აქვს პრიმერაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, "კამპ ნოუზე" "რასინგი" უკეთეს შედეგს არ უნდა ელოდოს.
პეპ გვარდიოლას ამ მატჩში დანი ალვეშთან ერთად ჟეფრენ სუარესიც დააკლდება, რომელსაც ახლახან 5-კვირიანი დასვენება გამოუწერეს მუცლის კუნთის დაზიანების გამო. სამაგიეროდ, ნორმალურად ივარჯიშა გუნდის კაპიტანმა კარლეს პუიოლმა და ის კვლავ უხელმძღვანელებს "ბარსას" დაცვის ხაზს. "რასინგმა" ახლახან ოსკარ სერანო დაკარგა, რომელიც ახალი გამოჯანმრთელებული იყო, ოპერაციის შემდეგ მისი თამაში კარგა ხნით გამორიცხულია. "რასინგს" ნაავადმყოფარი მეკარე ფაბიო კოლტორტი უბრუნდება. კანტაბრიელებს არ ეყოლებათ გამოცდილი პედრო მუნიტისი, რომელიც დისკვალიფიცირებულია.
"ბარსელონას" ერთადერთი კონკურენტი ტიტულისთვის ბრძოლაში ხვალ იწყებს სეზონის მეორე ნახევარს. "სამეფო კლუბს" ჩემპიონზე ძლიერი მეტოქე ჰყავს - "მალიორკა". სეზონის პირველი ნახევარი "რეალმა" უხეიროდ დაასრულა - "ალმერიასთან" ქულები დაკარგა. ჟოზე მოურინიოს გუნდი შეეცდება კუნძულელებთან მსგავსი გაუთვალისწინებელი რამ აღარ შეემთხვას. ჟოზეს "მალიორკასთან" ძველი ანგარიში აქვს გასასწორებელი - პრიმერაში დებიუტი ხომ "მალიორკამ" ჩაუმწარა 0:0-ით.
"რეალს" ისევ ის სამეული არ ეყოლება, რომელიც კარგა ხანია დაშავებულია: დუდეკი, იგუაინი და პეპე. "ატლეტიკოსთან" მატჩში დაშავდა ალვარო არბელოა, თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არ არის და ითამაშებს "მალიორკასთან" თუკი ჟოზე მას სასტარტო შემადგენლობაში ანდობს ადგილს. მიქაელ ლაუდრუპს დისკვალიფიკაციის გამო ორი მნიშვნელოვანი ფიგურა არ ეყოლება - ჯონათან დე გუზმანი და პაუ სენდროსი. არ იქნება არც ფორვარდი ვიქტორ კასადესუსი, რომელიც დაშავებულია.
სხვა დაპირისპირებებიდან გამოვყოფთ "ვილიარეალისა" და "რეალ სოსიედადის" შეხვედრას. მე-3 ადგილზე დამკვიდრებული "ყვითელი წყალქვეშა ნავი" განაგრძობს ლიდერთა დევნას. აქამდე "ვილიარეალი" სამ ფრონტზე ომობდა, ახლა კი ევროთასების განახლებამდე "ელ სუბმარინო" მთლიანად ლა ლიგაზე გადაერთვება. "ელ მადრიგალი" მათთვის ნამდვილი ციხესიმაგრეა, ახალ სეზონში შინ დაუმარცხებელი მხოლოდ "ვალენსია" წავიდა, "ლოს ჩემაც" მხოლოდ ფრეს მიაღწია, რაც ბასკთა შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. ხუან კარლოს გარიდოს კვლავ არ ეყოლება ოთხი ლიდერი: ნილმარი, მარკოს სენა, კარლოს მარჩენა და ხუან კარლოსი, სამაგიეროდ, ორი მატჩის გაცდენის შემდეგ მოედანს უბრუნდება სანტი კასორლა. ბასკებს შემტევი ნახევარმცველი ზურუტუზა ჰყავთ დისკვალიფიცირებული.
საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი "მესტალიაზეც", სადაც მეოთხეადგილოსანი "ვალენსია" გადასხვაფერებულ "მალაგას" მასპინძლობს. "ნამდვილ ბრძოლას "ვალენსიასთან" მატჩით ვიწყებთ", - განაცხადა ანდალუსიური კლუბის ახალწვეულმა ფორვარდმა ჟულიო ბაპტიშტამ.
დღეს
სევილია-ლევანტე 21:00
დისკვალიფიკაცია: ალექსისი
ტრავმა: ნანო, სერხიო, მ. პერესი (?), ნ. გონსალესი (?)
ბარსელონა-რასინგი 23:00
დისკვალიფიკაცია: მუნიტისი (რას)
ტრავმა: დ. ალვეში, ჟეფრენი - სერანო, ციოლისი
ვალენსია-მალაგა 01:00
ტრავმა: სესარი, მოია, ალბელდა - რუბენი
ხვალ
ალმერია-ოსასუნა 20:00
დისკვალიფიკაცია: მბამი (ალმ)
ტრავმა: ნიეტო - სეხუდო, მონრეალი, რუპერი, პანდიანი, მედინა
ხეტაფე-ესპანიოლი 20:00
ტრავმა: მანუ, მარიო - ოსვალდო, ბაენა, დე ლა პენია, გალანი, მატიონი, ხ. ლოპესი
სპორტინგი-ატლეტიკო 20:00
ტრავმა: ბოტია - აგუერო, რეიესი, მ. სუარესი (?)
სარაგოსა-დეპორტივო 20:00
ტრავმა: იაროშიკი (?) - მორელი, საული
რეალი-მალიორკა 22:00
დისკვალიფიკაცია: სენდროსი, დე გუზმანი (მალ)
ტრავმა: პეპე, დუდეკი, იგუაინი - ვიქტორი, მარტი, გ. კასტრო (?)
ვილიარეალი-რეალ სოსიედადი 00:00
დისკვალიფიკაცია: ზურუტუზა
ტრავმა: ხ. კარლოსი, სენა, ნილმარი, მარჩენა - იფრანი, კ. მარტინესი
ზეგ
ბილბაო-ერკულესი 00:00
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 19 17 1 1 61-11 52
2. რეალი 19 15 3 1 47-17 48
3. ვილიარეალი 19 12 3 4 38-20 39
4. ვალენსია 19 11 4 4 29-20 37
5. ესპანიოლი 19 11 1 7 25-25 34
6. ატლეტიკო 19 9 3 7 31-23 30
7. ბილბაო 19 9 2 8 29-31 29
8. ხეტაფე 19 8 3 8 28-29 27
9. მალიორკა 19 8 3 8 23-24 27
10. სევილია 19 8 2 9 26-31 26
11. სოსიედადი 19 8 1 10 29-31 25
12. ერკულესი 19 6 4 9 22-28 22
13. დეპორტივო 19 5 6 8 15-26 21
14. რასინგი 19 5 5 9 15-26 20
15. ოსასუნა 19 4 6 9 17-25 18
16. მალაგა 19 5 2 12 24-41 17
17. სპორტინგი 19 3 7 9 17-27 16
18. სარაგოსა 19 3 7 9 17-32 16
19. ლევანტე 19 4 3 12 19-30 15
20. ალმერია 19 2 8 9 17-32 14
ბომბარდირები: 22 - რონალდო (რეალი); 18 - მესი (ბარსელონა); 14 - ვილია (ბარსელონა); 11 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 10 - პედრო (ბარსელონა), ნილმარი (ვილიარეალი); 9 - როსი (ვილიარეალი), ტრეზეგე (ერკულესი); 8 - კანუტე (სევილია); 7 - ვალდესი (ერკულესი), დ. კასტრო (სპორტინგი), ადურისი (ვალენსია), იგუაინი (რეალი), აგუერო (ატლეტიკო), პ. ოსვალდო (ესპანიოლი), ფორლანი (ატლეტიკო), ფ. კაისედო (ლევანტე).