საოცარი თრილერი მესტალიაზე [+VIDEO]

AutoSharing Option

ლა ლიგის სეზონის II ნახევარი "სანჩეს პისხუანზე" დაიწყო "სევილიასა" და "ლევანტეს" დაპირისპირებით. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერთა შორის არაა, ძალზე საშიში გუნდი "სევილია"... როცა თამაში გამოსდის. შემტევი პოტენციალით ერთ-ერთი პირველია ესპანეთში - მარჯვენა ფლანგზე მოქმედი დაუღალავი ხესუს ნავასი და წინ სამი ძლიერი ფორვარდი. "ბარსას" გარდა სხვა გუნდი არც გვახსენდება პრიმერაში, ამდენი მაღალი კლასის ფორვარდი რომ ჰყავდეს. ახლა ერთ-ერთ მათგანზე, ბრაზილიელ ლუიშ ფაბიანოზე დავწერთ. ფაბიანო ახლა უფრო ხშირად სატრანსფერო სიახლეების გამო ხვდება გაზეთების ფურცლებზე. თითქოს, პირი შეკრესო და ყველა ბრაზილიელის ესპანეთიდან წასვლას

წინასწარმეტყველებს. თამაშით კი ლუიშ ფაბიანო ცოტას თამაშობს, მაგრამ როცა მოედანზე გამოდის...

 

"ლევანტეს" ბრაზილიელმა სამი გოლი გაუტანა, სულ სხვადასხვაგვარი. ჯერ ხესუს ნავასის ჩამოწოდებულს საჯარიმოში შეჭრილმა დაჰკრა თავი და იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა, შემდეგ პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა თავი, ბოლოს კი ცენტრიდან შეუტია, მეტოქის მცველები დააბნია და მანოლო რეინასაც აჯობა. მოკლედ, 4-დან 3 გოლი ლუიშ ფაბიანოს ანგარიშზეა, "სევილიასთვის" კი კვლავ იოლი ლუკმა გამოდგა ვალენსიური კლუბი - 4:1. "ლევანტეს" თავკაცი ლუის გარსია დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ტრიბუნიდან უყურებდა.


გრეგორიო მანსანო (სევილია): "ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩვენ გვსურდა. მოხარული ვარ ლუიშ ფაბიანოს ჰეთთრიკით და ფედერიკო ფასიოს დაბრუნებით. მთავარი იყო, რომ გაგვეტანა და შემდეგ დაცვაში ყურადღებით გვეთამაშა, მათი ფორვარდების დონის გათვალისწინებით, ეს საკმარისი იქნებოდა გამარჯვებისთვის."

"ბეტისთან" მარცხს გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია ხოსეპ გვარდიოლას გუნდისთვის. ჩემპიონმა ძალზე იოლად და აუღელვებლად დაამარცხა სანტანდერის "რასინგი" - 3:0.

 

თამაშის დაწყებიდან წამები (90 წამი) იყო გასული, როცა "ბარსელონა" დაწინაურდა: მესიმ და ვილიამ ბურთი გაითამაშეს, არგენტინელმა კარის გადაღმა პედრო მოძებნა, რომელმაც მკერდით შეიტანა ბურთი "რასინგის" კარში. "რასინგის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მაშინვე გაამაგრეს საჯარიმოს მისადგომები და მომდევნო ნახევარი საათი კარს კარგად იცავდნენ, ოღონდ ეგ არის - მეტოქის მოედანზე არ გადასულან. მესი მაინც დაუძვრა კანტაბრიელთა მცველებს, მაგრამ ზედიზედ ორი დარტყმით ვერაფერი მოუხერხა მეკარე ტონიოს, რომელმაც, მიუხედავად საბოლოო ანგარიშისა, ფანტასტიკურად ითამაშა. შემდეგ ვილია გაცდა ენრიკეს საჯარიმოში, "ბარსელონას" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რომელიც იჯარით თამაშობს "რასინგში", "ფეხი ჩატოვა" და პენალტიც დაინიშნა. ბურთთან მესი მივიდა, რომელმაც "ბეტისთან" მატჩში პენალტი ააცილა, მაგრამ ამჯერად არგენტინელმა ივარგა - სეზონში მე-19 გოლი გაიტანა.

ორჯერ ვალდესმაც იხსნა თავისიანები (0:2-ზე "რასინგი" გათამამდა და შეუტია), ერთხელ როზენბერგის გასროლისგან, ერთხელ კი ადრიანის თავურისგან. მეორე ტაიმში ანდრეს ინიესტამ სეზონში მე-7 გოლით ყველაფერს წერტილი დაუსვა. ამის შემდეგ პეპმა ნახევარდაცვის მაესტრო ჩავი დაასვენა, ეს კი დაახლოებით ძრავის გამორთვის ტოლფასია - თამაშმაც ტემპი და აზრი დაკარგა. სხვათა შორის, "ბარსელონა" შემდეგ ტურში "ერკულესს" ესტუმრება, ერთადერთ გუნდს, რომელმაც ჩემპიონატში "ბარსას" დამარცხება შეძლო.


ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ამ გუნდის ნამოქმედარით კიდევ ერთხელ ვარ აღფრთოვანებული. ორ ტურნირზე თითქმის ერთდროულად თამაში ძნელია, მაგრამ ჩემს გუნდს არაფერი ეტყობოდა, რომ სათასო ბატალიებში დაიღალა. გუნდი დიდებულ ფორმაშია, ყოველთვის მოსაგებ განწყობაზეა და ქმნის ენით აუწერელი ოდენობის შანსებს. დღეს "რასინგს" უპრობლემოდ ვჯობდით."

ორი უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩის შემდეგ ვერც კი წარმოვიდგენდით რა სანახაობა გველოდა შაბათს შუაღამით (ჩვენი დროით) "მესტალიაზე" - 7-გოლიანი თრილერი, გაძევებებით. მოკლედ, ტურის წინათქმაში ქვესათაურად ტყუილად არ მოვიყვანეთ ჟულიო ბაპტიშტას სიტყვები - "ბრძოლას "ვალენსიასთან" მატჩით ვიწყებთო, მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა - არიც ადურისის მიერ 90-ე წუთზე გატანილი ბურთის წყალობით "ვალენსიამ" საოცარი მატჩი მოიგო, რომლის მიმდინარეობისას კარგა ხანს აგებდა - 4:3.

 

მანუელ პელეგრინიმ "ახალი" "მალაგა" სუპერშემტევი ტაქტიკით განალაგა - წარმოიდგინეთ, ერთდროულად უტევდნენ რონდონი და ბაპტიშტა, რომელთაც პორტუგალიური დუდა ეხმარებოდა. უნაი ემერიმ კი 1 ფორვარდით თამაში არჩია.

მე-10 წუთზე ანდალუსიელები დაწინაურდნენ, აპონიოს ჩაწოდებულს ვენესუელელი რონდონი ჩაუსაფრდა და ანგარიში გახსნა. 5 წუთში "ვალენსიამ" გაათანაბრა - მარტინ დემიკელისმა საჯარიმოში ხუან მატა მოცელა, ეგრევე წითელი ბარათი მიიღო, ხოლო პენალტი დაზარალებულმა შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ "მალაგა" 10 კაცით თამაშობდა, პელეგრინის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა - მარტო რონდონს ორჯერ ჰმართებდა გატანა, როცა გუაიტასთან პირისპირ გადიოდა. რონდონმა მალე მაინც შეაგდო, დუდას ჩამოწოდებული საჯარიმო მისი ნადავლი გახდა და კვლავ ახლო მანძილიდან გაუტანა გუაიტას.

შესვენებაზე ემერიმ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, შეტევაში ადურისს სოლდადო დაახმარა, შუა ხაზში კი ბანეგა შეუშვა. ამან მალევე გაამართლა - პაბლო ერნანდესის დიაგონალური პასი სოლდადომ გოლად აქცია. ამის შემდეგ "მალაგას" კიდევ ერთი ცენტრალური მცველი გაუძევეს - პორტუგალიელმა ელდერმა უდიერად მოიხსენია თანამსაჯი და გუნდი 9 კაცის ამარა დატოვა.

ამხელა უპირატესობის გამოუყენებლობა აღარ შეიძლებოდა და ევერ ბანეგამაც მეკარე ასენხოს შეცდომით ისარგებლა, როცა ამ უკანასკნელმა უხეიროდ მოიგერია კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი. მაგრამ ჟულიო ბაპტიშტას ჯერ თავისი სიტყვა ნათქვამი არ ჰქონდა - მატჩის დასრულებამდე 13 წუთით ადრე ბრაზილიელმა "მალაგაში" სადებიუტო გოლი შეაგდო. ამის შემდეგ ფეხბურთელები ვერაფერს გახდებოდნენ, საოცარი მუხტი, რომ არ წამოსულიყო "მესტალიას" ტრიბუნებიდან, რომელთა თავდადებული ქომაგობის წყალობით "ვალენსიამ" ბოლო წუთები შტურმში გაატარა და... არიც ადურისმა ორი შანსის განიავების შემდეგ, როგორც იქნა, გაიტანა - 4:3.


უნაი ემერი (ვალენსია): "რა საოცარი და მძიმე თამაში იყო! რამდენიმე ინციდენტით, რომელმაც შეცვალა მატჩის მიმდინარეობა. უნდა ვაღიარო, ვაჯობეთ მეტოქეს, რადგან მათზე მეტნი ვიყავით. ის კი არა, ბოლოს მეშინოდა, რომ მაინც ვერ მოვასწრებდით გამარჯვების გოლის გატანას. აუცილებლად უნდა მოვუმატოთ, მომენტების შექმნაში და, განსაკუთრებით, ბურთის კონტროლში."

"სანტიაგო ბერნაბეუზე", მე-60 წუთამდე გაოგნებული შეჰყურებდა ქომაგი საყვარელი გუნდის თამაშს - "რეალი" ვერადავერ ახერხებდა "მალიორკას" დაცვის ხაზის გარღვევას კი არა, საგოლე მომენტის შექმნას. ეს შეხვედრაც რომ ვერ მოეგო, ჟოზე მოურინიოს გუნდი "ბარსას" 6 ქულით გაუშვებდა წინ. მოურინიო დროულად მიხვდა, რომ მისმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა - პორტუგალიელმა შემადგენლობიდან მესუთ იოზილი და ჩაბი ალონსო ამოაგდო, სასტარტოში კი კაკა და გაგო ჩასვა. როგორც ვთქვით, ჟოზე დროულად მიხვდა შეცდომას და ორივე შესვენებაზე დაასვენა. გამარჯვების გოლი კი... ქარიმ ბენზემამ გაიტანა (რომელმაც ამ მატჩშიც ბევრი ხელსაყრელი მომენტი გააფუჭა) რონალდომ ესტებან გრანეროს გადააწოდა, რომელმაც ფრანგი მოძებნა, ბენზემამაც ცაციათი 3 ქულის მომტანი დარტყმა შეასრულა - 1:0.

 

მომდევნო ტური:

29 იანვარი: ლევანტე-ხეტაფე, მალაგა-სარაგოსა, მალიორკა-სპორტინგი, რეალ სოსიედადი-ალმერია, ერკულესი-ბარსელონა, დეპორტივო-სევილია; 30 იანვარი: ატლეტიკო-ბილბაო, ოსასუნა-რეალი, ესპანიოლი-ვილიარეალი; 31 იანვარი: რასინგი-ვალენსია.

 


ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტური

 

სევილია-ლევანტე 4:1
სევილია (4-4-2): პალოპი - დაბო, ს. სანჩესი, ესკუდე, ფ. ნავარო - ხ. ნავასი, ზოკორა (78. ფასიო), რომარიკი, პეროტი - ლ. ფაბიანო (80. კანუტე), ნეგრედო (75. ალფარო). 
ლევანტე (4-2-3-1): მ. რეინა - ვენტა, როდასი, ბალესტეროსი, დელ ორნო - ხ. ტორესი, პალიარდო - ვალდო, სისკო მუნიოსი (65. სტუანი), ხუანლუ (54. ნადალი) - ფ. კაისედო (75. იბორა).
გოლები: 1:0 ლ. ფაბიანო (27), 2:0 ესკუდე (38), 3:0 ლ. ფაბიანო (42-პენ), 3:1 სისკო მუნიოსი (57), 4:1 ლუიშ ფაბიანო (67)
გაფრთხილება: ზოკორა, კანუტე - როდასი, დელ ორნო
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 14-21; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 9-5 (5-2); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 36 000

 

ბარსელონა-რასინგი 3:0 [VIDEO]
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ადრიანო, აბიდალი, პუიოლი (46. პიკე), მაქსველი - ჩავი (68. კეიტა), ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო (80. კრკიჩი), მესი, ვილია. 
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი, ენრიკე, ტორეხონი, კრისტიანი - კოლსა, ლასენი - კენედი (59. არანა), ადრიანი, სისმა (66. ნაუელპანი) - როზენბერგი (74. ხ. ლუკე).
გოლები: 1:0 პედრო (2), 2L:0 მესი (33-პენ), 3:0 ინიესტა (56)
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 14-7 (11-3); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 75 000

 

ვალენსია-მალაგა 4:3 [VIDEO]
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - მიგელი, სტანკევიჩუსი, დეალბერტი (46. ბანეგა), მატიო - მადურო, ტ. კოსტა - პ. ერნანდესი (69. ხოაკინი), მატა, ალბა (46. სოლდადო) - ადურისი.
მალაგა (4-3-3): ასენხო - გამესი, დემიკელისი, ელდერ როსარიო, ელიზეუ - აპონიო, ნ. კამაჩო, მარესკა (20. გასპარი) - ბაპტიშტა, რონდონი (65. რესიო), დუდა (69. ს. ფერნანდესი).
გოლები: 0:1 რონდონი (10), 1:1 მატა (17-პენ), 1:2 რონდონი (35), 2:2 სოლდადო (53), 3:2 ბანეგა (67), 3:3 ბაპტიშტა (79), 4:3 ადურისი (90)
გაფრთხილება: მადურო - ბაპტიშტა, დუდა, ასენხო, აპონიო
გაძევება: დემიკელისი (15), ელდერ როსარიო (65)
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 15-6; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15-9 (7-6); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 40 000

 

სპორტინგი-ატლეტიკო 1:0
სპორტინგი (4-1-4-1): კუელიარი - ლორა, ერნანდესი, გრეგორი, კანელია - ეგურენი - დე ლას კუევასი (78. ნოვო), რივერა, კასესი, დ. კასტრო (86. ხორხე) - ბარალი.
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - ვალერა, პერეა, უიფალუში, ა. ლოპესი (84. ფ. ლუიში) - ხუანფრანი, რ. გარსია (77. კოკე), ასუნსაო, ელიასი (67. ფ. მერიდა) - ფორლანი, დ. კოშტა.
გოლი: 1:0 ბარალი (50)
გაფრთხილება: ბარალი, ეგურენი - რ. გარსია, პერეა, ფ. მერიდა
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 6-5 (3-1); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 22 000

 

სარაგოსა-დეპორტივო 1:0
სარაგოსა (4-2-3-1): ლ. ფრანკო - დიოგო, იაროშიკი, კონტინი, ობრადოვიჩი - პონსიო, გაბი - ანდერი (82. ხ. ლოპესი), ბრაულიო, ბუტაჰარი (66. ლაფიტა) - სინამა-პონგოლე (50. ბერტოლო).
დეპორტივო (5-3-2): არანსუბია - ლაურე, კოლოტო, აიტამი, ლოპო, მ. პაბლო (76. სეოანე) - ხ. როდრიგესი (62. პ. ალვარესი), ტომასი, რ. პერესი - ადრიანი, ლასადი (70. ვალერონი).
გოლი: 1:0 ბუტაჰარი (38)
გაფრთხილება: ანდერი, ობრადოვიჩი, კონტინი, პონსიო - რ. პერესი, ლაურე
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 30-13; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 7-5 (4-0); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 22 000

 

ხეტაფე-ესპანიოლი 1:3
ხეტაფე (4-2-3-1): უსტარი - მ. ტორესი, დიასი, რაფა, მარკანო - ბოატენგი (72. კასკერო), ვ. სანჩესი (63. ალბინი) - პ. რიოსი (73. კოლუნგა), პარეხო, მანუ - მიკუ.
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ჩიკა, ფორლინი, რუისი, დიდაცი - დუშერი (79. ამატი), ხ. მარკესი - ლ. გარსია, ვერდიუ (89. ი. ალონსო), კალეხონი - ს. გარსია (75. ალვარო).
გოლები: 1:0 მიკუ (13), 1:1 ლ. გარსია (52), 1:2 კალეხონი (59), 1:3 ს. გარსია (63)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 15-6; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 17-12 (5-6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 11 000

 

ალმერია-ოსასუნა 3:2
ალმერია (4-2-3-1): დ. ალვეში - მასედო, კ. გარსია, მ. სილვა, იაკობსენი - ბერნარდელო, ვარგასი (78. კორონა) - პიატი, უჩე (67. პელერანო), კრუსატი - ულოა (86. გოიტომი).
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - ნელსონი, სერხიო (58. ლეკიჩი), ხოსეჩო, დამია - პუნიალი, ლოლო - კორომინასი (74. კალეხა), სორიანო (80. ვადოცი), კამუნიასი - არანდა.
გოლები: 1:0 კ. გარსია (8), 2:0 ულოა (10), 2:1 არანდა (23), 3:1 ულოა (54), 3:2 ლეკიჩი (91)
გაფრთხილება: პიატი, კ. გარსია, იაკობსენი - სორიანო, ნელსონი, არანდა, კამუნიასი, დამია
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14-16 (4-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 10 000

 

რეალი-მალიორკა 1:0 [VIDEO]
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, რ. კარვალიო, ს. რამოსი, მარსელო - გაგო (46. ჩ. ალონსო), გრანერო (62. ლ. დიარა) - დი მარია, კაკა (46. იოზილი), რონალდო - ბენზემა.
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - რატინიო, ნუნიეში, რამისი, კევინი - ჟ. ვიქტორი, ტეხერა - ნსუე, კასტრო, პერეირა - ვებო.
გოლები: 1:0 ბენზემა (60)
გაფრთხილება: ს. რამოსი, გრანერო, ლ. დიარა - ნსუე, სერხიო, რამისი, ნუნიეში
კუთხური: 12-5; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 18-10 (5-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 74 000

 

ბილბაო-ერკულესი დღეს

 

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 20 18 1 1 64-11 55
2. რეალი 20 16 3 1 48-17 51
3. ვალენსია 20 12 4 4 33-23 40
4. ვილიარეალი 19 12 3 4 38-20 39
5. ესპანიოლი 20 12 1 7 28-26 37
6. ატლეტიკო 20 9 3 8 31-24 30
7. სევილია 20 9 2 9 30-32 29
8. ბილბაო 19 9 2 8 29-31 29
9. მალიორკა 20 8 3 9 23-25 27
10. ხეტაფე 20 8 3 9 29-32 27
11. სოსიედადი 19 8 1 10 29-31 25
12. ერკულესი 19 6 4 9 22-28 22
13. დეპორტივო 20 5 6 9 15-27 21
14. რასინგი 20 5 5 10 15-29 20
15. სპორტინგი 20 4 7 9 18-27 19
16. სარაგოსა 20 4 7 9 18-32 19
17. ოსასუნა 20 4 6 10 19-28 18
18. ალმერია 20 3 8 9 20-34 17
19. მალაგა 20 5 2 13 27-45 17
20. ლევანტე 20 4 3 13 20-34 15


ბომბარდირები: 22 - რონალდო (რეალი); 19 - მესი (ბარსელონა); 14 - ვილია (ბარსელონა); 11 - ფ. ლორენტე (ბილბაო), პედრო (ბარსელონა); 10 - ნილმარი (ვილიარეალი); 9 - როსი (ვილიარეალი), ტრეზეგე (ერკულესი); 8 - ლ. ფაბიანო (სევილია), ადურისი (ვალენსია), კანუტე (სევილია).

 


სეგუნდადივიზიონი. XXI ტური


ხერესი-ელჩე 0:0
გაძევება: ვერდესი (42. ელჩე), ეტჩეიტა (54. ელჩე)

 

ალკორკონი-ვალიადოლიდი 1:0
გოლი: 1:0 ქუინი (73)

 

ვილიარეალი B-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 ფ. სილვა (3-პენ)

 

უესკა-ალბასეტე 1:0
გოლი: 1:0 კამაჩო (38)

 

გრანადა-უელვა 2:1
გოლები: 0:1 ვასკესი (32), 1:1 ორელანა (57), 2:1 მაინსი (88)
გაძევება: რ. ფერნანდესი (30. გრანადა)

 

კარტახენა-სელტა 0:4
გოლები: 0:1 დ. როდრიგესი (8), 0:2 მიჩუ (40), 0:3 ტრაშორასი (60), 0:4 მიჩუ (81)
გაძევება: ჩიკი (83. კარტახენა)

 

ბარსელონა B -რაიო ვალეკანო 1:2
გოლები: 0:1 ტრეხო (1), 1:1 სორიანო (34), 1:2 არმენტეროსი (68)

 

ტენერიფე-ლას პალმასი 1:1
გოლები: 1:0 მელი (53), 1:1 ქუიროგა (57)

 

ხიმნასტიკი-პონფერადინა 0:0
გაძევება: პრიეტო (40. პონფერადინა), ფუსტერი (86. ხიმნასტიკი)

 

კორდობა-ხირონა 1:1
გოლები: 0:1 კიკო რატონი (80), 1:1 არტეაგა (88)

 

ნუმანსია-სალამანკა 3:2
გოლები: 1:0 ხაიო (43), 2:0 ბარკერო (51-პენ), 2:1 კ. ლოპესი (59), 2:2 კ. ლოპესი (90), 3:2 დელგადო (90)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 21 14 4 3 46-18 46
2. სელტა 21 12 7 2 40-19 43
3. ვალეკანო 21 13 4 4 35-21 43
4. ხერესი 21 9 5 7 31-28 32
5. კარტახენა 21 9 5 7 30-29 32
6. ბარსელონა B 21 8 7 6 33-32 31
7. ვილიარეალი B 21 9 4 8 25-31 31
8. გრანადა 20 8 6 6 34-23 30
9. ნუმანსია 21 9 3 9 32-26 30
10. ელჩე 21 6 10 5 18-19 28
11. ხირონა 21 6 8 7 28-27 26
12. ვალიადოლიდი 21 7 5 9 28-28 26
13. კორდობა 21 5 10 6 27-28 25
14. უესკა 21 5 10 6 15-20 25
15. სალამანკა 21 7 3 11 25-30 24
16. ალკორკონი 21 7 3 11 23-31 24
17. ალბასეტე 21 5 8 8 17-21 23
18. ლას პალმასი 21 5 8 8 30-40 23
19. უელვა 21 4 10 7 20-23 22
20. ხიმნასტიკი 21 4 8 9 15-23 20
21. პონფერადინა 21 3 9 9 17-37 18
22. ტენერიფე 20 3 7 10 16-31 16

 

ბომბარდირები: 14 - რ. კასტრო (ბეტისი), გეიხო (გრანადა); 13 - ქუინი (ალკორკონი), არმენტეროსი (რაიო ვალეკანო); 12 - ხ. გუერა (ვალიადოლიდი); 11 - სორიანო (ბარსელონა B), დ. როდრიგესი (სელტა), ტოჩე (კარტახენა); 10 - ემანა (ბეტისი).

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული