ესპანეთი-ინგლისის მატჩი მადრიდში ხერარდ პიკეს გამო არ ჩატარდება

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) გადაწყვიტა, ქვეყნის ეროვნული გუნდისა და ინგლისის ნაკრების ამხანაგური შეხვედრის ჩატარების თარიღი და ადგილი შეეცვალა.

თავდაპირველად თამაშის ჩატარება 14 ნოემბერს, მადრიდის "რეალის" საშინაო არენაზე - "სანტიაგო ბერნაბეუზე" იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ მატჩს 13 ნოემბერს ალიკანტე უმასპინძლებს.

ცვლილება ესპანეთის ნაკრების გულშემატკივართა არცთუ პატარა ნაწილის მიერ "ბარსელონას" მცველის, ხერარდ პიკეს ათვალწუნებამ განაპირობა. ეჭვგარეშეა, მადრიდში მის გამოჩენას აუცილებლად გამაყრუებელი სტვენა მოჰყვება...

ესპანელი ფანატები პიკესადმი თავიანთ უკმაყოფილებას მას შემდეგ გამოხატავენ, რაც "ბარსელონას" მცველმა "რეალის" თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს "უკბინა" და ამასთან,
კატალონიის დამოუკიდებლობის იდეის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული