ლაპორტას თავს დაესხნენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექს-პრეზიდენტ ხუან ლაპორტას ანტიკატალონიური ულტრამემარჯვენე დაჯგუფების წარმომადგენლები დაესხნენ თავს. ინციდენტი ვალენსიის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც ლაპორტა თავისი პოლიტიკური პარტიის "კატალონიური სოლიდარობის" პრეზენტაციაზე მივიდა.

პოლიციელთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, ოთხმა ექსტრემისტმა ლაპორტასთან მიჭრა მოახერხა. თუმცა უშიშროების სამსახურმა "ბლაუგრანას" ყოფილი პრეზიდენტის დროულად დახმარება მოასწრო და ბოროტისმზრახველები ცრემლსადენი გაზით შეაჩერა, რის შედეგადაც ლაპორტაც დაზიანდა.


მომზადებულია AS -ის მიხედვით

 

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული