''ბარსამ'' აღიარა, რომ პუიოლი სამკურნალოა

AutoSharing Option

ჩემპიონთა ბანაკში სერიოზული პრობლემა გაჩნდა - როგორც ჩანს, კაპიტან კარლეს პუიოლს ტრავმა ისევ ახსენებს თავს. მოკლედ, პუიოლი "რასინგთან" მატჩისთვის დაბრუნდა და ისევ ლაზარეთში მოხვდა - კაპიტნის მარცხენა მუხლი ისევ სამკურნალოა, პუიოლმა ისევ ექიმთა განკარგულებაში გადაინაცვლა. "რასინგთან" მატჩში კარლესი შესვენებაზე ჟერარდ პიკემ შეცვალა, რომელსაც ასვენებდა ხოსეპ გვარდიოლა, რადგან პიკესაც მცირე ტრავმა ჰქონდა.

სავარაუდოდ, პუიოლს ოთხშაბათს "სამეფო თასის" ნახევარფინალში ვერ ვიხილავთ "ალმერიას" წინააღმდეგ. თუკი პიკე ჯანზე იქნება, პუიოლს გაბი მილიტო შეცვლის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არგენტინელი საშინელ ფორმაშია. ამიტომ, შეიძლება, პეპმა შანსი

სარეზერვო გუნდის მცველებს, ბარტრას ან ფონტასს მისცეს. მესამე ვარიანტია ერიკ აბიდალი შეუწყვილდეს პიკეს დაცვის ცენტრში. აი, თუ ვერც პიკე ითამაშებს, მაშინ კრიზისი სახეზე იქნება.

"ბარსელონას" რიგებში არ უვარჯიშია ბოიან კრკიჩსაც, რომელსაც ტრავმა არ აქვს, უბრალოდ მოწამლულია. იგივე პრობლემები ჰქონდა გუნდის მეორე მეკარე პინტოს, მაგრამ პინტომ, ბოიანისგან განსხვავებით, ვარჯიშზე გასვლა მაინც შეძლო.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული