"რეალი" ადებაიორის შეძენას ფიქრობს

AutoSharing Option
"რეალის" ხელმძღვანელობა აპირებს ჟოზე მოურინიოს თხოვნა, ახალი თავდამსხმელის შეძენის შესახებ, დააკმაყოფილოს და "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი იჯარით აიყვანოს.

26 წლის მოთამაშის კანდიდატურა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც "ჰამბურგმა" ჰოლანდიელი რუუდ ვან ნისტელროის "რეალში" გაშვებაზე უარი თქვა. მადრიდელები გერმანელებს ნისტელროიში 2 მილიონ ევროს უხდიდნენ და ამხანაგურ მატჩს სთავაზობდნენ.

ესპანეთში დარწმუნებულები არიან, რომ "სამეფო კლუბის" მთავარი სამიზნე ამჟამად სწორედ ადებაიორია, ეკონომიკური მაჩვენებლის და იმის გამოც, რომ მას ჩემპიონთა ლიგაში თამაში შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ სხვა ვარიანტებს შორის, რომელთაც "რეალი" განიხილავს, "ბაიერნის" მიროსლავ კლოზეს, ლუკა
ტონის "იუვენტუსიდან და "ტოტენჰემის" რომან პავლიუჩენკოს ასახელებენ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული