ამის შესახებ Marca იუწყება.
8 ოქტომბერს საფრანგეთის ნაკრებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ბენზემამ თავი დუბლით გამოიჩინა, თუმცა თამაშის მიწურულს მარცხენა თეძო იტკინა და მოედანი ნაადრევად დატოვა.
"რეალი" თავისი ფეხბურთელის ტრავმაში საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს ადანაშაულებს. მადრიდელები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას ისე არ უფრთხილდებიან, როგორც კლუბში.