"თუ მოურინიო "ჩელსიდან" წავა, მის დაბრუნებას "რეალი" მოისურვებს. წინა ზაფხულს "რეალი" უკვე ცდილობდა მის დაბრუნებას, მაგრამ ჟოზე "ჩელსიში" დარჩა. "რეალი" ლიოვს, კლოპს, მოურინიოს და ბენიტესს უკავშირდებოდა.
თუ ბენიტესს არაფერი გამოუვა, "ჩელსი" კი მოურინიოს დაემშვიდობება, პერესი მის "რეალში" დაბრუნებას შეეცდება.
ამასთანავე "რეალი" აზარით ინტერესდება. როგორც ვიცი, აზარს კატეგორიული უარი არ უთქვამს მადრიდელებისთვის. დავიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება", - თქვა კალდერონმა.