მოურინიო: ინგლისში მინდა

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისში დაბრუნების სურვილი ხმამაღლა გამოთქვა, სადაც ერთი ხანობა "ჩელსის" წვრთნიდა. "სამეფო კლუბის" დამრიგებლის თქმით, სამუშაოსგან სიამოვნების მიღება მოენატრა.

"გადავწყვიტე, ინგლისში დავბრუნდე, - განაცხადა პორტუგალიელმა. - საკუთარ მომავალზე კონკრეტულს ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, მუშაობისგან სიამოვნების მიღება მომენატრა.

დიდი მნიშნველობა არ აქვს, ჩემი მომავალი კლუბი "მანჩესტერ იუნატედი" იქნება, "მანჩესტერ სიტი" თუ " ჩელსი", მთავარია საკუთარი მუშაობით სიამოვნების მიღება კვლავ შევძლო.

ვერ ვიტყოდი, რომ პრემიერლიგა ყველაზე სანახაობრივი ტურნირია პლანეტაზე, მაგრამ ორგანიზებით, სამართლიანი თამაშითა და
მეტოქეთა შორის ურთიერთპატივისცემით ინგლისის ჩემპიონატი საუკეთესოა."


მომზადებულია The Sun-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული