პედრო - 100

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა "ალმერიასთან" მატჩში მეასედ მოირგო კლუბის ფორმა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდა პედრიტომ 2008 წლის 12 იანვარს "მურსიასთან" მატჩში პირველად მოირგო ძირითადი გუნდის მაისურა, ის თამაში "ბარსამ" 4:0 მოიგო. სამი წელი გავიდა და პედრიტო პედროდ იქცა, "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობის წევრად, რომელსაც ძალზე ხშირად გააქვს გოლები მეტოქეთა კარში.

პედრომ ამ სეზონში 11 გოლი ლა ლიგაში გაიტანა, 3 ჩემპიონთა ლიგაში, 4 - "სამეფო თასზე". საიუბილეო მე-100 შეხვედრაშიც პედროს არ დაუტოვებია მოედანი უგოლოდ. სულ კი 100 მატჩში თავდასმხმელმა 41
გოლი გაიტანა, შესაშური შედეგიანობაა.

"ბარსა ტვ" შეხვდა იუბილარს და ინტერვიუ ჩამოართვა მას: "ყველაფერი გუნდურ შრომაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, წლეულს უკეთ ვთამაშობთ, ამიტომაც მეც თავს უფრო კარგად ვგრძნობ მოედანზე და გოლები გამაქვს. გუნდს ძალიან კარგად შევეწყვე და, დიდი ხანია, მის ნაწილად მივიჩნევ თავს. მიხარია, რომ ჩემი წვლილიცაა "ალმერიას" დამარცხებაში. ერთი სული მაქვს, ფინალში გავიდეთ და იქ მადრიდის "რეალს" ვეთამაშოთ", - განაცხადა პედრომ გადაცემა "ელ მარკადორში".

ფეხბურთელს დაეკითხნენ თუ რომელი თამაში იყო ამ 100-დან მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი. პასუხში პედრო არ ყოფილა ორიგინალური: "რა თქმა უნდა "კლასიკო" "რეალთან", რომელიც 5:0 მოვიგეთ."






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული