"ვალენსიამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "გრემიოსგან" ბრაზილიელი ფორვარდი ჟონას გონსალესი შეიძინა. ჟონასის სანაცვლოდ "ლოს ჩემ" 1,25 მილიონი ევრო გადაიხადა და მას 4,5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ჟონასმა ყველა სახის ტესტი წარმატებით გაიარა, 26 წლის ფეხბურთელი უკვე "ვალენსიას" სრულუფლებიანი წევრია. შარშან ჟონასმა სამშობლოში 33 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
"სამხრეთ ამერიკაში ყველაზე მეტად "ვალენსია" მომწონდა და კარგია, რომ სწორედ ამ კლუბს დავუკავშირე ბედი. აქ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, როგორიც მატა, სოლდადო და ადურისია. იმედი მაქვს, კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ბრაზილიელი ვიქნები", - განაცხადა ჟონასმა
.
.