"ყოველთვის ადვილია ვინმეს დადანაშაულება, მაგრამ გუნდი ერთად იმარჯვებს და აგებს. ახლა შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ.
"ბარსელონა" შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ არაფრის გვეშინია იმიტომ, რომ "რეალი" ვართ. საინტერესო შეხვედრა იქნება.
2 თვეა არ მითამაშია და მიხარია დაბრუნება. მინდა გუნდს გამარჯვებებში დავეხმარო", - განაცხადა "სევილიასთან" შეხვედრის ბოლო წუთზე გატანილი გოლის ავტორმა.