მედელი და რაკიტიჩი სევილიაში, დიარა მონაკოში, პაცინი ინტერში

AutoSharing Option

წუხელ რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა, ზოგიც დაიგეგმა: "სევილიაში" სერიოზული მატებაა - ანდალუსიურმა კლუბმა 23 წლის ჩილელი ნახევარმცველი გარი მედელი შეიძინა "უნივერსიდად კათოლიკასგან". მედელი იჯარით "ბოკა ხუნიორსში" თამაშობდა. "სევილიას" სამხრეთამერიკელი 3 მილიონი ევრო დაუჯდა, მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მედელი ერთადერთი შენაძენი არაა, "სევილიამ" დაიბევა "შალკეს" ნახევარმცველ ივან რაკიტიჩის ხელმოწერაც, ხორვატის სანაცვლოდ გერმანელები 1,5 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო ფეხბურთელი ანდალუსიაში 2014 წლამდე დარჩება როგორც კი კონტრაქტს ხელს მოაწერს.

"რეალმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ, როგორც კი მაჰამადუ დიარა

სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ის ხელს "მონაკოსთან" კონტრაქტს მოაწერს. ასე განთავისუფლდება "რეალის" განაცხადში ადგილი ემანუელ ადებაიორისთვის. ამ ტრანსფერის შესახებ მეტ დეტალს ხვალ შეიტყობთ. დაბოლოს, დღეს "ინტერი" ჯამპაოლო პაცინის გაიფორმებს, "სამპდორიას" შემტევის სანაცვლოდ ჩემპიონი 12 მილიონ ევროს გადაიხდის და გენუელებს ჯონათან ბიაბიანისა და ლუკა კალდიროლას დაუთმობს. პაცინი 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული