ლა ლიგა. XII ტური: "ბერნაბეუ" თავების დაყრას ითხოვს [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბარსელონამ" ახალი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 20 კლასიკოში შეძლო გოლის გატანა. წინა რეკორდიც კატალონიელებს ეკუთვნოდათ - გოლები ზედიზედ 19 მატჩში (1981-87 წწ).

* კლაუდიო ბრავო პირველი გოლკიპერია 2011 წლიდან, ვინც კლასიკოზე კარი მშრალად შეინახა. ბოლოს ეს ვიქტორ ვალდესმა შეძლო, მერე კი ზედიზედ 18 მატჩში გუნდები მინიმუმ, ერთ ბურთს უშვებდნენ.

* ბენიტესმა 1999 წლის მერე პირველად წააგო 4 ბურთის სხვაობით. მაშინ მისი "ესტრემადურა" 0:5 დამარცხდა "ატლეტიკოსთან".

* ლიონელ მესი მოედანზე 26 სექტემბრის მერე პირველად გამოვიდა.

* პირველად "რეალის" 113-წლიან ისტორიაში,
კლასიკოზე "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ესპანელი იყო - სერხიო რამოსი.

* ლუის სუარესმა კეილორ ნავასის მშრალი სერია შეწყვიტა "სანტიაგო ბერნაბეუზე", რომელიც 885 წუთი გრძელდებოდა.

და აი, ისიც, რიგით 231-ე კლასიკოც, თამაში, რომელსაც მთელი ევროპა ელოდა. ბრძოლა ვერა, მაგრამ სანახაობა კი ვნახეთ - "ბარსელონამ" 4 უპასუხო გოლი გაიტანა "სანტიაგო ბერნაბეუზე" და "რეალში" სიტუაცია საბოლოოდ ააფეთქა, კატალონიურმა გრანდმა ჩემპიონატის მთავარი თამაში მოიგო.

თამაში
რაფა ბენიტესმა ყველა გამოჯანმრთელებული ვარსკვლავი დააყენა სასტარტო შემადგენლობაში, მაშინ, როცა ლუის ენრიკემ ლიონელ მესი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

დაიწყო თამაში და გამოჩნდა, რომ ბენიტესს არაფერი ჰქონდა მოფიქრებული "ბარსას" წინააღმდეგ. გუნდი ცდილობდა შორეული დარტყმებით ფონს გასვლას, უტევდა ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან. მაშინ, როცა "ბარსამ" ბურთის კონტროლი ეგრევე ხელთ იგდო, შუაში ციბრუტივით ტრიალებდა ანდრეს ინიესტა.

"რეალის" სანაქებო დაცვაც ბევრს ცდებოდა. ამიტომ ლოგიკური იყო, რომ ბრწყინვალე კომბინაციას ჯერ ლუის სუარესის, შემდეგ კი ნეიმარის გოლები მოჰყვა. მეორე ტაიმისთვისაც ბენიტესმა ვერაფერი მოიფიქრა. "რეალის" ხუთწუთიანი სპურტი მინავლდა თუ არა, ინიესტამ მესამე გოლი გაიტანა, ბოლოს კი სუარესმა დუბლიც შეასრულა.

აქ სათქმელიც აღარაფერია - "ბარსამ" ულაპარაკოდ აჯობა მეტოქეს, რომელსაც "საშინაო დავალება" შესრულებული არ ჰქონდა.
იხილეთ ვიდეო:
Sportall.Ge

თეთრი ცხვირსახოცები
"ბერნაბეუზე" ვიხილეთ თეთრი ცხვირსახოცები, ფანებმა უსტვინეს რაფა ბენიტესს და მისი გადადგომა მოითხოვეს. უსტვინეს კრიშტიანო რონალდოსაც, რომელმაც ორი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, მადრიდში ტაშით გააცილეს ინიესტა. ფანებმა ფლორენტინო პერესს ბენიტესის გადაყენება მოსთხოვეს.

ბოლო ინფორმაციით, თავად პრეზიდენტსაც გული აუცრუვდა მწვრთნელის უკბილო ფეხბურთზე და მის გადაყენებას აპირებს. "გაზეტა დელო სპორტმა" დაწერა, თითქოს, კრიშტიანო რონალდომ ულტიმატუმი წაუყენა ხელმძღვანელობას - ან ბენიტესი წავიდეს, ან მე წავალო. მოკლედ, "სამეფო კლუბში", რომელიც 12 ტურის შემდეგ უკვე 6 ქულით ჩამორჩება "ბარსელონას", მონასტერი აირია.

ბენიტესი: ერთად უნდა ვიდგეთ
რაფა ბენიტესი (რეალი): "ვცდილობ, რაც შეიძლება კარგად ვუხელმძღვანელო "რეალს". წაგებაზე პასუხისმგებლები ყველანი ვართ. გუნდმა უნდა მონახოს გამოსავალი და გააგრძელოს გულშემატკივართა გახარება. მეორე ტაიმის დასაწყისში წინ წავედით და რამდენიმე საგოლე შანსიც შევქმენით.

ახლა დრო არ არის ცალკეული შეცდომების ანალიზისთვის. ახლა ერთად ყოფნის დროა. "რეალმა" შეცდომები დაუშვა და ამისთვის ზღო კიდეც, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ "ბარსელონა" დიდებული გუნდია. ახლა მე მხოლოდ ერთი რამ მაღელვებს, შემდეგი მატჩისთვის ფსიქოლოგიურად არ გატყდეს გუნდი".

ლუის ენრიკე: "რეალი" სუსტი არაა, ეს ჩვენ ვართ ძლიერები
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "დიდებული და დასამახსოვრებელი მოგებაა. "რეალი" ჩვენი მუდმივი მეტოქეა, რომელსაც ჩვენსავით სურს ტურნირის მოგება. დღეს მეტოქეზე ბევრად კარგად ვითამაშეთ. გავაკეთეთ ის, რასაც ვგეგმავდით.

ჩემი აზრით, საქმე ის კი არაა, რომ "რეალი" სუსტია; ეს ასე არ არის, უბრალოდ, "ბარსელონაა" ძალიან ძლიერი. პირველი ტაიმი სულაც იდეალური გვქონდა".

მედია კლასიკოზე
ელ კლასიკოს, ბუნებრივია, ფართოდ გამოეხმაურა სპორტული მედია მთელ ევროპაში. იტალიური "გაზეტას" მეწინავე სტატიის სათაურია - "გალაქტიკ ბარსა".

ფრანგულმა "ეკიპმა" ყდაზე დაწერა - "როიალ ბარსა". "გარდიანმა" სიტყვა "გაცამტვერება" გამოიყენა. არგენტინული "ოლე" - "მესი საჭიროც კი არ იყო". "მუნდო დეპორტივო" - "გაკვეთილი რეალს". დაბოლოს, "მარკა" - "ბერნაბეუ" თავების დაყრას ითხოვს".

XII ტური
21 ნოემბერი
სოსიედადი-სევილია 2:0
გოლები: 1:0 აგირეჩე (72), 2:0 ჩაბი ალონსო (77)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო (87. კ. მარტინესი), მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ილიარამენდი, პარდო - ბრუმა (61. ოიარსაბალი), ჩაბი პრიეტო, კანალესი (79. ბერგარა) - აგირეჩე
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მ. ფერეირა, რამი, ანდრეოლი (21. კოლოძეიჩაკი), ტრემულინა - ნ'ზონზი, კრიხოვიაკი - ვიტოლო, იბორა, რეიესი (61. კონოპლიანკა) - იმობილე (73. გამეირო)
გაფრთხილება: ბერჩიჩე, ილიარამენდი - ანდრეოლი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 6-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14-12 (7-5); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 19 865

რეალი-ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (11), 0:2 ნეიმარი (39), 0:3 ინიესტა (53), 0:4 ლ. სუარესი (74)
რეალი (4-2-3-1): კ. ნავასი - დანილო, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო (58. კარვახალი) - მოდრიჩი, კროოსი - ხ. როდრიგესი (54. ისკო), ბენზემა, ბეილი - რონალდო
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო (27. მატიო), ალბა - რაკიტიჩი (56. მესი), ბუსკეტსი, ინიესტა (76. ელ ჰადადი) - ს. რობერტო, ლ. სუარესი, ნეიმარი
გაფრთხილება: როდრიგესი, რამოსი, კარვახალი - ალვეში, ბუსკეტსი
გაძევება: ისკო (84)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 13-18 (7-7); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 81 044

ესპანიოლი-მალაგა 2:0
გოლები: 1:0 ე. პერესი (6), 2:0 ე. პერესი (20)
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, როკო, ფუენტესი (46. დუარტე) - ვ. სანჩესი, დიოპი - ე. პერესი, ასენსიო (85. მორენო), ვ. ალვარესი (71. ბურგუი) - კაისედო
მალგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, ბოკა (46. ონტივეროსი) - დუდა (65. ორტა), ტისონე, ფორნალსი, ხუან კარლოსი - ამრაბატი (77. ტიღადოუინი), შარლესი
გაფრთხილება: დიოპი, გონსალესი, პ. ლოპესი, ასენსიო, სანჩესი - ამრაბატი, დუდა
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 7-14 (3-5); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 13 293

ვალენსია-ლას პალმასი 1:1
გოლები: 1:0 პ. ალკასერი (8), 1:1 ვიერა (57)
ვალენსია (4-3-3): ხაუმე - კანსელო, მუსტაფი (71. ვეზუ), აბდენური, გაია - პარეხო, ფუეგო (52. ე. პერესი), ანდრე გომეში - ფეგული (64. ბაკალი), პ. ალკასერი, მინა
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - სიმონი, აიტამი, ბიგასი, კასტელიანო - ვისენტე, როკე (77. ერნანი) - ვიერა, ტანა (89. კულიო), მომო (75. ელ ჟარი) - არაუჟო
გაფრთხილება: მუსტაფი, კანსელო, პერესი - მომო, ელ ჟარი, სიმონი
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 9-18 (3-7); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 32 078

დეპორტივო-სელტა 2:0
გოლები: 1:0 ლ. პერესი (22), 2:0 ჯონი (93 ს. კ.)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი (79. გუტიერესი), არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - ბერგანტინიოსი, მოსკერა - კანი (67. ფაირი), ლ. პერესი, ლუიზინიო - ხ. როდრიგესი (75. ლაურე)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, ს. გომესი, ფონტასი (58. პლანასი), ჯონი - ა. ფერნანდესი, ვასი - ორელიანა, პ. ერნანდესი (71. გუიდეტი), ნოლიტო - ასპასი
გაფრთხილება: პერესი, ლუქსი, მოსკერა, როდრიგესი, ლუიზინიო, ხუანფრანი - ერნანდესი, ჯონი, ნოლიტო
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 5-6 (2-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 30 666

22 ნოემბერი
სპორტინგი-ლევანტე 0:3
გოლები: 0:1 დეივერსონი (18), 0:2 ფედალი (27), დეივერსონი (44)
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, ბერნარდო, კანელია (65. გერერო) - მასკარელი, კასესი - ფრაილე (46. კ. კასტრო), ჰალილოვიჩი, ჯონი (72. ი. ლოპესი) - სანაბრია
ლევანტე (4-1-4-1): რუბენი - პ. ლოპესი, დ. ნავარო, ფედალი, ტონიო - სიმაო - მორალესი (85. ვერსა), ლერმა, კამარასა, რუბენ გარსია (70. ჩუმეტრა) - დეივერსონი (72. როხერი)
გაფრთხილება: ჰალილოვიჩი, კანელია, ლოპესი, კასესი - გარსია, რუბენი, ტონიო, ლოპესი, სიმაო
შენიშვნა: ჯონიმ ვერ გაიტანა პენალტი (63)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 13-13 (2-6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 19 870

ვილიარეალი-ეიბარი 1:1
გოლები: 0:1 ენრიჩი (27), 1:1 ხ. კასტრო (85)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, ბაილი (33. ბონერა), რუისი, ხ. კოსტა - კასტილიეხო, ტრიგეროსი (53. ჯონათან დოს სანტოსი), ბრუნო, დ. სუარესი - სოლდადო, ბაკამბუ (61. სამუელი)
ეიბარი (4-4-2): რიესგო - ეკიზა (73. რამისი), მ. დოს სანტოსი, პანტიჩი, ჟუნკა - კეკო, ესკალანტე, დ. გარსია, ბერხონი (79. ინუი) - ენრიჩი (85. ლუნა), ბასტონი
გაფრთხილება: კოსტა, სოლდადო, მარიო - კეკო, ესკალანტე, გარსია
გაძევება: კეკო (76)
შენიშვნა: გარსიამ ვერ გაიტანა პენალტი (42)
კუთხური: 12-6; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-17 (5-7); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 16 770

გრანადა-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 ლაპორტი (4 ს. კ.), 2:0 საქსესი (59)
გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - მ. ლოპესი (52. ფულკიე), ბაბენი, ლომბანი, ბირაგი - ფ. რიკო, რ. პერესი - იბანიესი (63. როჩინა), მარკესი, საქსესი (77. ნ. ლოპესი) - პენიარანდა
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე (74. ბოვედა), ბენიატი - ვილიამსი (80. ვიგერა), რაულ გარსია, სუსაეტა (68. მერინო) - ადურისი
გაფრთხილება: პენიარანდა, იბანიესი, საქსესი, პერესი, ფერნანდესი - სუსაეტა, ადურისი, ეჩეიტა
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-11 (2-6); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 12 979

ბეტისი-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 კოკე (7)
ბეტისი (4-2-3-1): ადანი (63. დ. ხიმენესი) - პიჩინი, ბრუნო, ვესტერმანი, ვარელა - ხ. ტორესი (46. სებალიოსი), ნ'დიაი - ხოაკინი (77. მოლინა), დიგარი, სეხუდო - რ. კასტრო
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - გამესი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე (82. ს. ნიგესი), გაბი, ტიაგო, ფერეირა-კარასკო (77. ო. ტორესი) - ფ. ტორესი (71. ვიეტო), გრიზმანი
გაფრთხილება: ბრუნო - ლუიში, ტიაგო, გამესი, გაბი
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 6-11 (3-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 41 976

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

23 ნოემბერი
ხეტაფე-ვალეკანო 23:30

ბომბარდირები: 12 - ნეიმარი (ბარსელონა); 11 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 9 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი); 8 - ხავი გერა (რაიო ვალეკანო), ლუკას პერესი (დეპორტივო), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

მომდევნო ტური
27 ნოემბერი:
ლევანტე-ბეტისი

28 ნოემბერი:
ბარსელონა-რეალ სოსიედადი, ატლეტიკო-ესპანიოლი, მალაგა-გრანადა, ლას პალმასი-დეპორტივო, სელტა-სპორტინგი

29 ნოემბერი:
ხეტაფე-ვილიარეალი, ეიბარი-რეალი, ვალეკანო-ბილბაო, სევილია-ვალენსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რისი თავებიც უნდოდათ კი მიიღეს
coco
10:16 24-11-2015
0
რისი თავები უნდა "ბერნაბეუს"?
:–)
01:01 24-11-2015
0

სიახლეები პოპულარული